"სიტყვის თქმის ჟამი იცოდეთ, ბლიაძ" - თინა მახარაძის თანამედროვე იგავი

"სიტყვის თქმის ჟამი იცოდეთ, ბლიაძ" - თინა მახარაძის თანამედროვე იგავი

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში იგავს აქვეყნებს.

"იგავი:

იყო სახიობი ერთი, რომლისა სახელი განფენილ იყო პირსა ქვეყნისა მას ბეჩისასა, მავანთ მეხის ტეხის უსაზარლესად მიაჩნდათ, მავანთ მისი სიყვარული დაევანებინათ გულში.

ქალაქსა მას სატახტოსა თურე დიდებული ვინმე მუსიკოსი წვეულიყო. ესეთი ბგერის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის. წარვიდა სახიობი კარსა ზედა დარბაზისასა მისსა სასმენად, რამეთუ დიდი ჰქონდა სიყვარული მისი გულსა შინა დამარხული.

და რა ჟამსა მას უსმენდა და ილხენდა, ეგზომი იყო სიხარული მისი და სიამე, არა ჰქონდა საწადელი, ეხილა კაცნი უცხონი და აბეზარნი და მათთან ეუბნა. კაცი ვინმე მოვიდა, მავნებლობისა სურვილით შეპყრობილი, ჯინჭველისებრ შეუჩნდა და იქედნურად სიტყვა უთხრა: დასტოინობო დიდათ. პირიდან ბილწი არ წაიცთუნა და აფუცა სახიობმა ტკბილად: გამეშვიო.

იწყინა რა მან კაცმან და გაწყრა და გაჯავრდა, განრისხებულმა ესრეთ მიუგო: მოვა ჟამი და მოგიზღავსო.

ამ ნაუბარსა ზედა მას სახიობსა ხინჯათ ჩაესო გულში სიტყვა იგი ავი, მოერია ნაღველი და შეიქნა დაღრეჯილი დიდად. აღარცა ზურნა სწვდებოდა მის ყურს, აღარცა წინწილა და ჴმოანება ტკბილი.

მორალი:

მუსიკის მოსმენა აცადეთ ადამიანს, სხვის პირად სივრცეს ნუ შეურაცხყოფთ და სიტყვის თქმის ჟამი იცოდეთ, ბლიაძ", - წერს მახარაძე.

"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"