"ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის კურთხევა უკუღმა შეასრულოს - ცოლს თვითონ დაბანოს ფეხები"

"ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის კურთხევა უკუღმა შეასრულოს - ცოლს თვითონ დაბანოს ფეხები"

ხელისუფლების ახალი მიდგომის თანახმად, მათ, ვინც მიწას ამუშავებს გადასახადი შეუმცირდებათ, ხოლო მათ, ვისაც საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს, გადასახადი გაეზრდებათ.

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური ხელისუფლების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სწორია, მაგრამ ცოტაა!

გლეხი არამხოლოდ მოუხნავი მიწის გამო უნდა დააჯარიმო!

არამედ ასევე გაუთიბავი მთების, მოუვლელი სახლ-კარის და დანგრეული ღობეების გამოც!

მამა-პაპური კერის მიტოვების, ვენახის გაჩეხვის, საქონლის გაწყვეტის გამოც!

საზღვარგარეთ გადახვეწის, თოხის, ცელის, ბარის არქონის, მათი დაუტარაობის ან ცუდი ტრების გამო!

ყველაზე დიდი ჯარიმა კი გლეხს სხვისი იმედის ქონის გამო უნდა აჰკიდო!

არა, ყველაფერს ჯობია გლეხი პირში ჩალის გამოვლებით დააჯარიმო: ჯერ უნდა მისცე ერთი ვედრო ფული, ბიძინა და იმედი და მერე 2 ვედრო ფული, ბიძინა და იმედი წაართვა!

ისე, ამ სოფლის მინისტერმაც ცოტა კრეატიული ვერ მოიფიქრა? ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის ნათქვამი უკუღმა შეასრულოს, მაგ. ცოლს კი არ დააბანინოს ფეხები, პირიქით, მას დაბანოს!", - წერს ზელიმხან უძილაური.

მთავრობა მიწის დამუშავების წახალისების მოდელზე მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში დაახლოებით 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება.

"შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებს და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავს. ამ მიმართულებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ხელისუფლების მიდგომა ასეთია - ერთი მხრივ, პირობითად, შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრეაბში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს", - აცხადებენ სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გაჩნდეს სტიმული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ, გასცენ იჯარით ან იქონიონ ისეთ მდგომარეობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს