შეკვეთილი მკვლელობის კვალის დაფარვაში ეკა კვესიტაძის მიერ დადანაშაულებული ლექსო თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

შეკვეთილი მკვლელობის კვალის დაფარვაში ეკა კვესიტაძის მიერ დადანაშაულებული ლექსო თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

"2014 წლის 14 ივნისს თელავში დაუდგენელმა პირმა, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, ცეცხლსასროლი იარაღით 34 წლის აჩიკო მაისურაძე ჩაცხრილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საშინელ ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, საქმე დღემდე გამოუძიებელია. შეკვეთილი მკვლელობა, რომლის კვალის დაფარვაში, მოკლულის ოჯახის მტკიცებით, კახეთის სამართალდამცავი უწყებების თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არიან ჩართულები...", - ეს არის ტექსტი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომელიც "რუსთავი 2"-ს ეთერში გასულ შაბათს გავიდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო Facebook-მიმოწერა მოკლულსა და ლექსო თამაზაშვილს შორის. სიუჟეტის ავტორმა აღნიშნა, რომ შეეცადა, გადაცემაში თავად ლექსო თამაზაშვილის მოსაზრებაც წარმოეჩინა, თუმცა დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაეკეთებინა განცხადება, რაც გადაცემა ეთერში გავიდოდა.

ასეც მოხდა, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პრემიერ-მინისტრის ცოლიძმა ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო, ტელეკომპანია "რუსთავი2"- ზე გასულ გადაცემას. ქ. თელავში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც რამდენჯერმე გაიჟღერა ჩემმა სახელმა და გამოქვეყნდა პირადი მიმოწერა არჩილ მაისურაძესთან. ისე როგორც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მეც აღნიშნულ ტელეკომპანიას მივიჩნევ "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურად, რომელიც ჩემი ოჯახის, მიმართ წლების მანძილზე, როგორც წესი, გამოირჩევა სუბიექტურობით და დაკავებულია შავი პიარით.

სწორედ შავი პიარი მგონია განსაკუთრებით და საეჭვოდ ხშირად გასული ანონსი, აღნიშნული გადაცემის. რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მე რაიმე კავშირი მქონდა ამ შემზარავ დანაშაულთან ან დანაშაულის დაფარვასთან. სუბიექტურობით გაჯერებულ ამ გადაცემაშიც კი შავით თეთრზე ჩანდა, რომ გარდა გულწრფელი დახმარებისა, არჩილ მაისურაძის მიმართ (ეს ამბავი არჩილის დამ, სალომე მაისურაძემაც დაადასტურა გადაცემაში) სხვა არაფერი არ იკვეთება და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დასმული კითხვები და ვარაუდები გაჟღერდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არჩილ მაისურაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი გალხდათ და ვთხოვ ყველას შეწყვიტოს ყოველგვარი სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე. იმედი მაქვს სამართალდამცველები გამოიძიებენ ამ საქმეს და ყველა დამნაშავე მიიღებს შესაბამის სასჯელს.

P.S. არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან, რომელსაც საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური შეარქვა", - წერს თამაზაშვილი.

"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

"წინანდალი, 2001 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?