"ეს თუ მართლაც ასეა, მსოფლიო მასშტაბის სენსაცია იქნება" - სკეპტიკოსები მამა გაბრიელის ხატების მირონზე ექსპერტიზას მოითხოვენ

"ეს თუ მართლაც ასეა, მსოფლიო მასშტაბის სენსაცია იქნება" - სკეპტიკოსები მამა გაბრიელის ხატების მირონზე ექსპერტიზას მოითხოვენ

ცოტა ხნის წინ "ambebi.ge"-ზე თბილისში არსენიძეების ოჯახში მირონმდინარე ხატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მამა გაბრიელის 12 ხატს მირონი სდის. ამ მოვლენას სიუჟეტი მიუძღვნა "palitratv. ge"-მ. ამბავს მკითხველისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩდნენ სკეპტიკოსებიც და ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხატებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"ამდენი "მირონმდინარე ხატის" შესახებ რომ აქვეყნებს ეს ყვითელი პრესა ინფორმაციას თავის ფოტოებითურთ, რა გახდა ერთი მეცნიერული დაკვირვების ჩატარება და სინჯების აღება, ქიმიური ანალიზი? ეს თუ მართლაც ასეა, ხომ მსოფლიო მასშტაბის სენსაცია იქნება?

მივმართოთ საპატრიარქოს, შევადგინოთ საინიციატივო ჯგუფი, მეცნიერები, ჟურნალისტები, საზ. წარმომადგენლები და ოფიციალურად ჩავატაროთ კვლევა მიხვალ და სამი მეტრის მანძილიდან დაგანახებენ და სიწმინდეს მიახლება არ შეიძლებაო და ეგეთი ბოდვის მოსმენა კი არა მინდა".

ლევან სუთიძე, ტელეწამყვანი:

"მირონი მზადდება 30-ზე მეტი მინარევისგან. უბრალოდ შეუძლებელია ხეს სდიოდეს მირონი. ერთ-ერთი კომპონენტია თეთრი ღვინო. თუ მართლაც რამე სდის ამ ფიცარს, ის მირონი არ არის".

"მირონი, მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევაზე, გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმელი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში, ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს, და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის შესრულების დროს. საქართველოში მირონს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" (წყარო: "ვიკიპედია").

იხილეთ ასევე: თბილისში მამა გაბრიელის 12 ხატს ლიტრობით მირონი სდის - სასწაული არსენიძეების ოჯახში და ასობით მომლოცველი ყოველდღიურად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს