"ღმერთო, მეტეორი ხადურს ესროლე ამ კლიპისთვის!" - FB-გამოხმაურებები ფინანსთა სამინისტროს კლიპზე "უნდა განაბაჟო"

"ღმერთო, მეტეორი ხადურს ესროლე ამ კლიპისთვის!" - FB-გამოხმაურებები ფინანსთა სამინისტროს კლიპზე "უნდა განაბაჟო"

ფინანსთა სამინისტრომ საბაჟოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მუსიკალური ვიდეოკლიპი ჩაწერა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას მოუწოდებს, კეთილსინდისიერად დაიცვან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. ვიდეოკლიპს სახელიც შესაფერისი აქვს - "უნდა განაბაჟო"... კლიპს "ფეისბუქში" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. აზრი კლიპთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი, საზოგადოების ნაწილმა ვიდეო იუმორისტულად აღიქვა და მოიხიბლა, სხვები კი კლიპის ავტორებს უხარისხობისა და არასერიოზულობის გამო აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ კლიპი youtube-დან წაშალეს.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"რა იყო ამ კლიპში სკანდალური, ან საკრიტიკო? რაღაც მხიარული გადაუღიათ, თავადაც გაერთნენ და ჩვენც გაგვართეს. ყველაფრის ასე სერიოზულად აღქმა და ყველფრის გამო სხვისი გინება მაგარ ტიპობად ითველბა?! მე ძალიანაც მომეწონა და გავერთე კიდეც! დააბრუნეთ კლიპი თავის ადგილზე! ყველანი ასეტი სერიოზულები და დაბოღმილები როგორ ხართ? ცოტა გაიღიმეთ, ხალხო!".

ნოე სულაბერიძე, პროდუსერი:

"საბაჟოს "უნდა განაბაჟო"-მ განბაჟება როგორ გაიარა? ) p.s. ვერ ვიჯერებ ამ კლიპს, ციკანზეც კი არ მიდის )))".

მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი:

"ცხვრის ფარა მომაგონა".

სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე; (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე):

"მე მაგრად მომეწონა. ვიცი, რომ ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ საყვარელი, სასაცილო amateur ვიდეოა. იმედია, ძალიან ძვირიც არ დაუჯდათ".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ღმერთო, მეტეორი ხადურს ესროლე ამ კლიპისთვის!:)

რატომ უნდა გადაიღო იუმორისტულ ჟანრში კლიპი საბაჟოზე, განბაჟება საღადაო თემაა?

შიდა მოხმარებისთვის ან კორპორატიული მოხმარებისთვის ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ:) ამაზე უარესებიც გამიკეთებია:) მაგრამ როცა საჯარო ხდება, ტეხავს ეს კლიპი, თუ კლიპი ამბობს რომ უნდა განვაბაჟო, მეტი სერიოზულობა მართებს უწყებას!".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"როგორც "სანდო წყარო" იუწყება: მებაჟეების წარმატებული მუსიკალური დებიუტის შემდეგ, მესაზღვრეები აპირებენ დადგან ცეკვა, სახელწოდებით - "გადაკვეთე"".

დავით დარჩიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"აი, Robin Thicke-ს ქოცური კოპიოც :) როგორი მდარე ხარისხის კოპიოც ეს კლიპია, ორიგინალის შინაარსს სასაცილოობამდე აცდენილი, აი ისეთი შეფარდებაა წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის".

იხილეთ კლიპი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს