"როგორ მოხდა, რომ მკვლელებს აწინაურებდნენ სულ შინაგან საქმეთა სამინისტროში?!"

"როგორ მოხდა, რომ მკვლელებს აწინაურებდნენ სულ შინაგან საქმეთა სამინისტროში?!"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"სამი დღეა, რაც ჩამოვედი საქართველოში და ვეღარ ვიძინებ ღამღამობით. რა ხდება, ხალხო, ეს? რა საშინელებაა?! ირაკლი ღარიბაშვილო ჩვენ გვატყუებდი, თუ შენც გატყუებდნენ?! როგორ მოხდა, რომ მკვლელებს აწინაურებდნენ სულ შინაგან საქმეთა სამინისტროში?! როგორ მოხდა, რომ ისევ პოლიციურ და ძალადობის ქვეყანაში ვცხოვრობთ?! შენც ნაცისტი ხარ თუ ნაცისტების მძევალი?! ეგ არის, რომ დაგვპირდი საქართველოში ნაციზმს დავასამარებ თქვენთან ერთადო?! ხომ გეუბნებოდით ნაცისტებით გყავს სავსე შსს და ძალოვანი უწყებებიო!.. რატომ არ დაგვიჯერე?! რატომ არ დაუჯერე იური ვაზაგაშვილს?! რატომ არ დაუჯერე ხალხს?!. ჩვენ ამ საქმეს ან შევეწირებით ან ნაციზმს დავმარხავთ ამ ქვეყანაში! გვატყუებენ, ხალხო - და ამის ატანა აღარ შეიძლება! მე ვარ იური ვაზაგაშვილი! მე ვარ სანდრო გირგვლიანი! მე ვარ ბუტა რობაქიძე! მე ვარ ნაცისტური რეჟიმის ყველა უდანაშაულო მსხვერპლი! მე ქუჩაში გავდივარ!", - წერს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს