"ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"?"

"ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"?"

კინომცოდნე გოგი გვახარია გუშინ პატრულისა და ეკა ყუშიტაშვილის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვიცინეთ ბევრი და გულიც მოგვიკვდა სილიკონიან გოგოზე. იმასაც ვეთანხმები, რომ ვიდეო ტიპურია და ეს ქალბატონიც კლასიკაა უკვე:) მაგრამ, ვფიქრობ დღეს, სხვათა შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მსოფლიო დღეს, ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"? აქვს თუ არა პოლიციას უფლება საჯაროდ გამოაქვეყნოს ასეთი ჩანაწერები?

ეს ვიდეო კერძო პირს არ გადაუღია და კანონით არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. თუმცა კანონით ეგ გოგო ახლა სასამართლოსთვის უნდა იკეთებდეს მაკიაჟს:)...

სხვათა შორის, ამ ჩანაწერს ექსპერტიზაც არ გაუვლია მგონი:) გახსოვთ ზვიადის დროს რომ ამბობდნენ ხოლმე? "მონტაჟია! მონტაჟია!", - დაწერა გოგი გვახარიამ.

მის პოსტს ჟურნალისტ დავით პაიჭაძესა და პოლიტოლოგ გია ნოდიასთან ერთად არაერთი ინტენეტ-მომხმარებელი გამოეხმაურა:

ნოდარ დადიანი: ის, რაც ვიდეოში ხდება უფრო საგანგაშოა, ვიდრე ვიდეოს წარმომავლობა.

გოგი გვახარია: "უფროს", მგონი, კანონი არ ცნობს:).

დავით პაიჭაძე: "უფროს" ცნობს საზოგადოებრივი საჭიროება. როცა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სამსახურს, მოწოდებულს მოქალაქეთა დასაცავად, ასე ამცირებენ, ეს უნდა გახდეს საჯაროდ ცნობილი.

გია ნოდია: რამდენიმე საკითხში არსებითად არ გეთანხმებით:

1. გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე "სილიკონიანი გოგონა" და მისი ვიზუალი თუ მეტყველების მანერა მეორეხარისხოვანია, მთავარია "დათა", რომელთანაც მას დარეკვა და საქმის მოგვარება შეუძლია. ასე რომ, სილიკონიან გოგონაზე კაიფი არ იყო გუშინდელი მთავარი ნიუსი, და სასაცილოდ სულაც არა გვაქვს საქმე.

2. სამართალი "უფროს" ძალიანაც იცნობს, ანუ როცა არის კონფლიქტი ორ ნორმას შორის, დიახაც უნდა ავწონოთ, რომელია ამ კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანი.

3. პირადი მონაცემების დაცვა ლეგიტიმური "ქონსერნია", მაგრამ თუ მართალია, რომ კონკრეტულმა პატრულმა ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა, ის აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ამ ვიდეოს გამოქვეყნებას შეუწყო ხელი. რომ დავფიქრდი, ამ ვიდეოთი გამოვლენილი ვითარება იმდენად ამაზრზენია (ისევ: დათას, და არა "სილიკონიანი გოგონას" როლი) რომ სამსახური რომ არ დაეკარგა და ისე გაევრცელებინა ეს ვიდეო, მაინც საბოლოოდ სწორი საქციელი იქნებოდა.

4. უხსენებელი პოლიტიკური პარტია აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ეს ვიდეო გაავრცელა (საპირისპირო იქნებოდა დანაშაული).

5. "სილიკონიან გოგონაზე" ისეთი არაფერი გაგვიგია, რომ მისი უფლებების შელახვაზე ვინერვიულოთ.

ნიკოლოზ რობაქიძე: 3 პუნქტზე მე არ გეთანხმებით. იმ პოლიცელს, რომელმაც სამსახური დაკარგა ამ ინციდენტის გამო ეს ვიდეო მასალა შეეძლო გამოეყენებინა სასამართლო პროცესზე და არა "ფეისბუქზე" ან პოლიტიკური მიზნებისათვის და თუ ეს დასაშვებად მიგაჩნიათ, მაშინ იმავე ლოგიკით დასაშვებია სხვა ვიდეო და აუდიო მასალების გავრცელებაც.

გია ნოდია: ამ ვიდეოს გადამცემ პოლიციელზე და მის მოტივებზე მხოლოდ ვარაუდებით ვმსჯელობთ. ცხადია, იმის გაკეთებაც შეეძლო, რასაც თქვენ ამბობთ, თუმცა რაც გააკეთა, ისიც სრულიად სწორია. მას არაფერი "პოლიტიკურად არ გამოუყენებია", იმიტომ რომ პოლიტიკოსი სავარაუდოდ არ არის. მაგრამ მას შეეძლო სრულიად სწორად ეფიქრა, რომ ოპოზიციური პარტია ყველაზე მეტად იზრუნებდა მის გავრცელებაზე და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებაზე.

ნიკოლოზ რობაქიძე: ბატონო გია, მე პირადად მიმაჩნია, რომ კანონდამცველი პირველ რიგში უნდა იყოს კანონმორჩილი და ამ შემთხვევაში კანონიერი იქნებოდა სასამართლოსთვის მიმართვა და არა პოლიტიკური პარტიისათვის და რა ქნან ეხლა სხვა მოქალაქეებმა, ვისაც სამსახურიდან გაუშვებენ. პოლიტიკურ პარტიებს მიმართონ ყოველ გადაცდომაზე? მაშინ რაღაში გვჭირდება სასამართლო და მოსამართლეები? მოდით ეს ყველაფერი პოლიტიკურ პარტიებს გადავცეთ განსახილველათ.

გია ნოდია: რა უნდა ქნას კანონმორჩილმა სამართალდამცავმა, როცა მისი უფროსები კანონს ფეხქვეშ თელავენ? შეიძლება რაღაც იდეალურ შემთხვევაში ჯობდა ისე მოქცევა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ სულ არაფრის გაკეთებას ის, რაც პოლიციელმა გააკეთა, ბევრად ჯობდა არაფრის გაკეთებას. იდეალურის ხათრით კარგს სანაგვეში ნუ გადავაგდებთ.

ნიკოლოზ რობაქიძე: ბატონო გია, იდეალური რა შუაშია? უბრალოდ იმას ვამბობ, რაც კანონიერია, აი ეს ზემო აღნიშნული პატრულის თანამშრომელი თუკი მიმართავდა სასამართლოს, მოხდებოდა მისი საქმის განხილვა და შედეგს ვერ მიაღწევდა, მაშინ ექნებოდა იმის მინიმუმ მორალური უფლება ვიდეო გაესაჯაროვებინა და ბოლოს მინდა ვკითხო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც "რუსთავი 2"-ზე და "ტაბულაზე" მუშაობენ, წამების კადრებზე რომ გქონდათ სწორი პოზიცია, რომ სახე უნდა ყოფილიყო დაფარული და მაიდენტიფიცირებელი ნაწილები ეხლა რა დაგემართათ? გავრცელებამდე სახე მაინც რომ დაგეფარათ, ჰა?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს