"ბევრი წელია ასეთი თავისუფალი ტიპი მთავრობაში არ მინახავს" - სერგეენკოს ივანიშვილის ინტერვიუსთვის არ უყურებია

"ბევრი წელია ასეთი თავისუფალი ტიპი მთავრობაში არ მინახავს" - სერგეენკოს ივანიშვილის ინტერვიუსთვის არ უყურებია

გუშინ ტელეკომპანია "იმედს" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა. ყოფილი პრემიერის განცხადებებზე ჟურნალისტებმა კომენატრის გაკეთება სთხოვეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს. მინისტრის კომენტარმა სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

"მაგარი კაცია სერგეენკო... მაგარი… ეკითხება ჟურნალისტი, რა კომენტარს გააკეთებთ ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზეო და არ მიყურებიაო... მგონი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ასე თავისუფლად და ტანჯვის გარეშე თქვას, რომ ლიდერის ინტერვიუსთვის არ უყურებია... ბევრი წელია ასეთი თავისუფალი ტიპი ბევრ მთავრობაში არ მინახავს, ვისთვისაც სასიცოცხლო ვალდებულება არაა ლიდერის ინტერვიუზე კომენტარები", - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვედზე.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენის ამოცანას მთავრობა ეფექტურად შეასრულებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დაწყებამდე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ სამართლიანობის აღდგენის თაობაზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის საქართველოში გუშინ გამთენიისას დაბრუნდა და ყოფილი პრემიერის ინტერვიუ არ უნახავს და ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმ ფილმის შესახებ, რომელის გადაღებასაც ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ გეგმავს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 1 მილიარდი ლარია საჭირო, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირება მოხდეს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა, თუმცა თებერვლიდან ქონებრივი კუთხით ეს პროცესი დაიწყება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს