"როდემდე უნდა გყავდეთ მიბმული ამირანივით კანცელარიაში ღარიბაშვილი?" - ალექსი პეტრიაშვილი ივანიშვილს

"როდემდე უნდა გყავდეთ მიბმული ამირანივით კანცელარიაში ღარიბაშვილი?" - ალექსი პეტრიაშვილი ივანიშვილს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"რამდენიმე კვირის წინ ერთდროულად, რამდენიმე დღის განმავლობაში ათი თუ თერთმეტი მაღალი თანამდებობის პირი გადადგა და მთელი ნაციონალური ოცნება ერთხმად გაიძახოდა, ჩვეულებრივი საკადრო პროცესია, ზოგიც კიდევ დაიღალა და წავიდაო.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა დაიღალნენ კი არა, ნეპოტიზმი და კორუფცია იყოო.

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სად არის სიმართლე? თუ ბიძინა ივანიშვილი მართალს ამბობს, მაშინ მოქმედი პრემიერი გვატყუებდა, რომ ამბობდა ძალიან წესიერი და პროფესიონალი ხალხია და უბრალოდ გადაიღალნენ და წავიდნენო! და ეგეთ პრემიერს ან ქვეყანა რატომ უნდა ენდობოდეს აწი ან უცხოელი ინვესტორი? სანამ არ მოვარდება მართლა ცუნამივით ეკონომიკური ვარდნა და არ წალეკავს მთელ მთავრობას, მანამდე უნდა გყავდეთ მიბმული ამირანივით კანცელარიაში ი.ღარიბაშვილი? გაუშვით, ადამიანურად ეგეც ცოდოა, მარა მაგაზე მეტად ხალხია ცოდო. აღარ შველის მათ მდგომარეობას თქვენი შეფასება ლარის ჯანსაღად მოქცევაზე და მითუმეტეს ნეგატიურად განაწყობს უკვე თქვენდამი მთავრობაზე ამბრაზურასავით გადაფარება! თქვენ კი შეიძლება მოგწონთ მერის ინერტულობა და მთავრობის მოხერხებულობა ლექსოს გადაყენებაში, მაგრამ ხალხს აღიზიანებს, თან ძალიან. სიმართლე ესაა ბატონო ბიძინა, და თუ არ გეუბნებათ არავინ გარემოცვაში, გააკითხინეთ ხალხში და გეტყვიან სიმართლეს, მწარე სიმართლეს!".

იხილეთ ასევე: "ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს