ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოში ქალის კულტის გაძლიერებასა და მამაკაცებთან სრულ თანასწორუფლებიანობას მოითხოვს

ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოში ქალის კულტის გაძლიერებასა და მამაკაცებთან სრულ თანასწორუფლებიანობას მოითხოვს

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში ძალადობისა და აგრესიის დონის კლებას ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალების დაწინაურება და მამაკაცებთან მათი სრული თანასწორუფლებიანობა.

"ძვირფასო ქალებო,

საქართველოში წესით ქალის ნამდვილი კულტი უნდა იყოს - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც წმ.ნინომ გააქრისტიანა, სადაც თამარი მეფობდა.

სამწუხაროდ, კულტის ობიექტის მაგივრად, ქალები ხშირად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ამავდროულად, მხოლოდ ქალების გამოსვლით ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე და მათი სრული თანასწორობით მამაკაცებთან შეიძლება იკლოს საზოგადოებაში აგრესიამ და ძალადობამ. გვახსოვდეს, რომ სწორედ ქალებმა იხსნეს საქართველო ძნელბედობის ჟამს სრული შიმშილისაგან…", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილი.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს