"ნიშნავს თუ არა ეს, რომ სახელმწიფო ღალატობს სახელმწიფოს?" - დეფი

"ნიშნავს თუ არა ეს, რომ სახელმწიფო ღალატობს სახელმწიფოს?" - დეფი

პოეტი დეფი ემზარ კვიციანის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ერთი კითხვა მაქვს და სანამ მას დავსვამ მოკლე შესავალს გავაკეთებ - ემზარ კვიციანი ამბობს, კოდორის ხეობაში ქართული ჯარის შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან ეს ყველაფერი რუსებს, საქართველოში შემოსვლის საშუალებას მისცემდაო. შემდეგ კი, წლების მანძილზე, თვითონვე იმალებოდა რუსების მიერ ოკუპირებულ სოხუმში და მეტიც იმალებოდა რუსეთში. რუსების დაცვის ქვეშ იყო.

კითხვა საპროცესო შეთანხმებას ეხება.

რამდენადაც ვიცი, საქართველოს კანონით, მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში ხდება საპროცესო შეთანხმება. ასეა? ასეა. რადგან ემზარ კვიციანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მან დანაშაული აღიარა?

ჩემი კითხვა ასეთია - თუ მან დანაშაული აღიარა (ცხადია იგულისხმება შეიარაღებული აჯანყება) ამ დანაშაულისთვის 11 თვე რას არის? სამშობლოს ღალატისთვის 11 თვე, ნიშნავს თუ არა პარადოქსს - რომ სახელმწიფო ღალატობს სახელმწიფოს?", - წერს დეფი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც პროცესის დაწყებამდე კვიციანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებდა, დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა.

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. კვიციანი რუსეთიდან საქართველოში გასული წლის თებერვალში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კვიციანი აეროპორტშივე დააკავეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს