"მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან" - ბედუკაძის ცინიკური რჩევა პატრულს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

"მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან" - ბედუკაძის ცინიკური რჩევა პატრულს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი, ლადო ბედუკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნასვამი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.

"დაგვიწყებიათ ბიჭებო შოუების დადგმა. ცუდია, ძალიან უნიჭო სერია გამოგივიდათ. მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან, უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციებს. ჩანაწერში საპატრულო ავტომანქანის თუ არა, 1:15 წუთზე დიდი სისწრაფით მიმავალი ა/მანქანის ძრავის ხმა არ უნდა გამოგპარვოდათ", - წერს ბედუკაძე.

ამ დღეებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვიდეომასალა გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, ნასვამი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა და მასში მონაწილე პირი შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილია.

"ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე, როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა, პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს