"ვითომ ყველაზე მეტი პლასტიკა მე მეტყობოდეს, ვაი, ამათ პატრონს" - ვის ემუქრება სოფო ნიჟარაძე

"ვითომ ყველაზე მეტი პლასტიკა მე მეტყობოდეს, ვაი, ამათ პატრონს" - ვის ემუქრება სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ტოროშელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სათაურით: "ცნობილი ქართველები პლასტიკური ოპერაციების გამაოგნებელი შედეგებით" და სტატიის ავტორებს კრიტიკულ შენიშვნას აძლევს.

"და მერე რა??? ძალიანაც კარგი, ვენაცვალე ყველას! ფული თუ გაქვს, რატო არ უნდა გაიკეთო ის, რაც გინდა რომ გქონდეს?!", - წერს მომღერალი.

სტატიაში მოყვანილ სიაში პირველია მომღერალი სოფო ნიჟარაძე. ტოროშელიძის პოსტს თავად სოფო ნიჟარაძე გამოეხმაურა.

სოფო ნიჟარაძე: ისე იხაროს ამის დამწერმა ))

თან ჩემით რომ დაუწყიათ, )) ვითომ ყველაზე მეტი პლასტიკა მე მეტყობოდეს ))), ვაი, ამათ პატრონს.

და შენ ბავშვობიდან რომ მიცნობ, მეც მენაცვალე? )) ანუ გჯერა?

- რა ცუდია, საქართველოში გამოცემისთვის ჩივილს აზრი რომ არ აქვს, კი იქნებოდი ახლა მილიარდერი (სოფო ნიჟარაძეს მიმართავენ).

სოფო ნიჟარაძე: მილიონერობაც არ მაწყენდა, არა? ცუდი იქნებოდა? )

- ნუ, იმ მასშტაბით, რამდენ სისულელესაც გაბრალებენ, მილიონერობას დიდი ხნის აცდენილი ხარ მილიარდერობისკენ.

სოფო ნიჟარაძე: ისე სიას "ნამდვილები" არ აწყენდა )), ბოროტი რომ ვიყო, კი ჩამოვწერდი, ვის რა აქვს გაკეთებული, თუმცა სიაში არ არიან, ხოდა ღმერთმა შეარგოს არ მინდა)).

სოფო ტოროშელიძე (ნიჟარაძეს): სათაურს გამოვეხმაურე! აღარც გამიხსნია სტატია! სათაურმა უკვე გამაღიზიანა! შენ რა გაიკეთე ძალიან მაინტერესებს ოღონდ )) მე მაინც მითხარი )).

და, ვთქვათ, მე ხვალ რამეს ვიკეთებ! აი ვინმეს პრობლემა აქვს? აი, მინდა და ვიკეთებ და ძალიან ლამაზი ვიქნები, )) დიახაც)

ახლა ველოდები დებილ სტატიას: სოფო ტოროშელიძეს როგორ უპასუხა სოფო ნიჟარაძემ - "და შენ ამის გჯერა? ბავშვობიდან მიცნობ" )

სოფო ნიჟარაძე: ახლა მაღიარებენ? )) ანუ გამოვსწორებულვარ ბავშვობის მერე? მადლობა ავტორს))

სოფო ტოროშელიძე: მე ვიცი, რაც გაქვს გაკეთებული!! წარბი გაქვს შეცვლილი! ჰაჰა! ხო გამოგიჭირეს პლასტიკურ ქირურგიაში ))

სოფო ნიჟარაძე: უხ, შენ რა თავლი გაქვს ))

სოფო ტოტოშელიძე: აბა რა გეგონა? მაგას გამოგვაპარებდი?! ))ამხელა პლასტიკური ოპერაციაა მაგისთვის საჭირო და რა გეგონა! რო არ გამოჩნდებოდა შენი წარბის ფორმა?!

იხილეთ ასევე: ცნო­ბი­ლე­ბი და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია

ცნობილების პლასტიკური ოპერაციები და მათი შედეგები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს