"რაის... იუნა... კესარია... ან ვიღაც ეკა და მათი "რაზბორკები"? რატომ გვახვევენ თავს ამ ყველაფერს?!"

"რაის... იუნა... კესარია... ან ვიღაც ეკა და მათი "რაზბორკები"? რატომ გვახვევენ თავს ამ ყველაფერს?!"

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე საინფორმაციო საშუალებებს აკრიტიკებს და მათ დამახინჯებული მენტალიტეტის ჩამოყალიბების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

"საერთოდ, არ მახასიათებს ხოლმე კატეგორიულობა ან ზედმეტი კრიტიკულობა მსგავსი საკითხებისადმი და ყველაფერს ვაძლევ უფლებას იყოს, მაგრამ...უკვე ვხედავ, რომ ამ ყველაფერმა მარაზმის სახე მიიღო!.. ამ ნიადაგზე იზრდება ახალი თაობა!

რაის... იუნა... კესარია... ან ვიღაც ეკა?! და მათი დაპირისპირება და "რაზბორკები"?

რატომ გვახვევენ თავს ამ ყველაფერს?!

მხოლოდ ესაა დღევანდელი საქართველოს სახე? ჩვენი დროის გმირები?

როგორ შეიძლება, ყველა ყვითელი თუ არა ყვითელი მედიასაშუალება ამას განიხილავდეს და მთავარი ნიუსი იყოს?

იქნებ, საზოგადოებაში, ჩვენშია ისევ პრობლემა და სწორედ ამ ყველაფრის შესაბამისი მენტალობა გვაქვს?

ნუ გახსნით მსგავს სტატიებს!.. ნუ უყურებთ ასეთ გადაცემებს... ნუ აუწევთ რეიტინგს და... ისინი თავისთავად გაქრებიან!

მარკეტოლოგებმა კარგად იციან და დამეთანხმებიან, რომ თუ მსგავსი მოთხოვნა არ არსებობს, სწორედ რეკლამითა და მედიასაშუალებებით შეგიძლია შექმნა მოთხოვნა შენს პროდუქტზე საზოგადოებაში და სწორედ ეს მაინტერესებს... რატომ არის საჭირო ასეთი საზოგადოების შექმნა? რა დაკვეთა სრულდება?".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს