ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე "ოცნებაა" - ანუ როგორ მიაღწევენ "ნაციონალები" სერიოზულ შედეგს არჩევნებზე

ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე "ოცნებაა" - ანუ როგორ მიაღწევენ "ნაციონალები" სერიოზულ შედეგს არჩევნებზე

"დიდი შანსია 2016 წლის არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ", რეიტინგის ზრდის გარეშეც, სერიოზული შედეგი აჩვენოს", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ამ ოპოზიციური პარტიის სამოქმედო სტრატეგიას აანალიზებს.

"ვიღაცეები ამბობენ: შეიძლება "ოცნების" რეიტინგი ეცემა, მაგრამ "ნაციონალების" რეიტინგს არაფერი ემატება, ამიტომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ზღაპარიაო. მე მთლად ასე არ ვიტყოდი. ხელისუფლებაში შეიძლება ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ. როგორ? თუ 2016 წლსითვის "ოცნების" რეიტინგი საგრძნობლად დაეცა (რისი დიდი შანსია) და პარალელურად ახალი ძალაც არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველის დიდი ნაწილი უბრალოდ სახლში დარჩება, "ნაციონალებმა" კი ბოლო ორ არჩევნებზე დაამტკიცეს, რომ მათი 300 000 მხარდამჭერი ძალიან აქტიური და მოტივირებულია. შესაბამისად, ეს 300 000 კაცი, თუ წინა არჩევნებზე 20-22- პროცენტი გამოვიდა, რადგან ყუთებთან მისული ამომრჩევლის რაოდენობა ცოტა არ იყო, 2016 წელს შეიძლება 40 პროცენტადაც იქცეს. გააჩნია ამომრჩეველში ნიჰილიზმი რა დოზით დაისადგურებს და რამდენი ადამიანი დარჩება სახლში. ანუ "ნაციონალებმა" შეიძლება მათი პრპოცენტები ისე გაზარდონ, რომ რეიტინგი არც მოემატოთ. მე როგორც ვატყობ, საკუთარი რეიტინგის მატების იმედი დიდად არც თავად აქვთ და მთელი მათი სტრატეგია სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ, რაც შეიძლემა მეტი ამომრჩეველი დატოვონ სახლში ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეუფლოს უიმეოდბის განცდა და დაეკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი. ამისთვის ისინი ყველა მეთოდს იყენებენ, მათ შორის: ცდილობენ თავიანთი რიტორიკით კიდევ უფრო გააღიზიანონ მათზე ისედაც გაღიზიანებული ამომრჩეველი, რომ მერე ისინი "ოცნებაზე" გაბრაზდნენ, "ნაციონალებს" როგორ აბლატავებთო. ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე "ოცნებაა" შეცდომების კასკადით!", - წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, საქართველოს მორიგი საპარლამენტო არჩვნები 2016 წელს გაიმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს