"ეს შელოცვები თქვენთვის შეინახეთ... ამ გოგოს მდგომარეობამ გული ცრემლით ამივსო" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა "ვირტუალურ ფარისევლებს"

"ეს შელოცვები თქვენთვის შეინახეთ... ამ გოგოს მდგომარეობამ გული ცრემლით ამივსო" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა "ვირტუალურ ფარისევლებს"

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სნეული ადამიანების მიმართ ფარისევლური დამოკიდებულების მქონე ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც თავიანთ მხარდაჭერას მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ცარიელი სიტყვებით გამოხატავენ.

"გინდა ათეისტი მეძახეთ, გინდა - მკრეხელი, ფეხებზე მკიდია! ბრბოს "სადაზღვევო" ღმერთი, რომელთანაც მხოლოდ შიში და დახმარების სურვილი აკავშირებთ, ჩემთვის - იგივე კერპია. არასოდეს არაფერს ვთხოვ მას და არ მჯერა ღმერთის, როგორც ცალკე არსების, რომელსაც ადამიანურ თვისებებს მიაწერენ საკუთარი ეგოს პროექციის მიხედვით.

გამაცეცხლა აქ ზოგის ნაწერმა საწყალ ლეიკემიით დაავადებულ ქალთან დაკავშირებით: ღმერთო შეეწიე, ღმერთმა დალოცოს და ასე... 600-ზე მეტი გაზიარება აქვს სტატუსს და ჯერ ათასი ლარიც არ შეგროვებულა! თქვენი დალოცვა-შელოცვები თქვენთვის შეინახეთ, რა! ჰგონიათ, დაჯღაბნიან რაღაცას და მოიხადეს ვალი, სინდისი სუფთა აქვთ. ნაკურთხი პრემიების არ იყოს! არავინ არაფერს გეხვეწებათ ან გაიძულებთ. არაა საჭირო ეს თვითდაკმაყოფილების რიტუალების ჩატარება!

დაიწყებს ახლა ვიღაც წუწუნს: არ არისო საშუალება, ყველას ვერ დაეხმარები და ა.შ. ისა და, ინტერნეტის ფული ხომ გაქვთ? ინტერნეტში ეტლით შედიხართ? და ასე შემდეგ. თუ დახმარების სურვილი აქვს, ლუკმას გაგიტეხავს ადამიანი. და ეს შელოცვები თქვენთვის შეინახეთ. ჩემს სტატუსზე და გვერდზე არ მინდა ამ თვითდაჰიპნოზების ყურება!", - დაწერა ცოტნე გამსახურდიამ.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე მან ლეიკემიით დაავადებული ნონა დარბაიძის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

"დღეს საავადმყოფოში ვიყავი, სიკვდილის სამეფოში... ლეიკემიით დაავადებული ნონა დარბაიძის სანახავად წავედი მეგობართან ერთად. ვნახე ადამიანი როგორ ელოდება სიკვდილს - ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ჩვენთან პრაქტიკულად მოუგვარებელია ზრდასრულ ლეიკემიით დაავდებულთა მკურნალობის საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო და ე.წ. სოლიდარობის ფონდი მხოლოდ 21 წლამდე ადამიანებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს აფინანსებს.

ვნახე ადამიანი, რომელიც მორჩილად და უდრტვინველად ელოდება დასასრულს. გამოსავალი არ ჩანს. უბრალო, გაუთვითცნობიერებელი ქალი, რომელიც ჩაიკეტა საკუთარ თავში და ყველაფრის გადაწყვეტა სხვებს გადააბარა... არ ვიცი, ჩემმა დამ იცის, ჩემმა ქმარმა იცის, - აი, მისი პასუხები...

გამოსავალი მხოლოდ უცხოეთში წასვლა შეიძლება იყოს: გამოსაკვლევად და მკურნალობის გეგმისა და ფასის განსაზღვრისათვის.

ყველაფერი გაყიდეს ბინის ჩათვლით, მაგრამ შედეგი არ ჩანს...

ყელში ბურთგაჩხერილი წამოვედი... სამყაროს შევხედე მისი თვალებით. დამშვიდობებისას ცრემლები წამოუვიდა, რომ ვუთხარი, გადარჩები-მეთქი. ნეტავ მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას? ადრე ერთი ინგლისელის ფოტო ვნახე, რომელსაც უკურნებელი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს: წელიწადნახევარი დამრჩა, ეს ციხიდან გათავისუფლებას ჰგავსო. ვფიქრობ, იგივეს ვიტყოდი. მაგრამ ამ გოგოს მდგომარეობამ გული ცრემლით ამივსო. წარმოიდგინეთ, რომ რელსებზე ხარ მიბმული და მატარებელმა უნდა გადაგიაროს. დაახლოებით ასე გამოიყურებოდა... ჩემთვის ეს მისი რეაქცია უფრო შემაძრწუნებელი იყო, ვიდრე მისი მდგომარეობა. სპეციალურად ვცდილობ არ "შევეგუო" ადამიანის სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მინახავს...

შევუგროვოთ თანხა ბედკრულ ქალს გერმანიაში გასამგზავრებლად, სამკურნალო თანხების მოძიებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან თავადაც ვეცდები. მთავარია, წავიდეს. საჭიროა დაახლოებით ექვსი ათასი ევრო, რათა დასთან ერთად გამგზავრების საშუალება ჰქონდეს", - დაწერა ცოტნე გამსახურდიამ და პირად გვერდზე საბანკო ანგარიშის ნომერი მიუთითა (დახმარების მსურველებს ამ ანგარიშის ნახვა ცოტნე გამსახურდიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შეგიძლიათ), სადაც ნონას გადასარჩენად თანხის გადარიცხვა ითხოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს