ბესელია კვლავ ინტერნეტს იპყრობს - როგორ ულოცავს დეპუტატი დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილს

ბესელია კვლავ ინტერნეტს იპყრობს - როგორ ულოცავს დეპუტატი დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილს

ეკა ბესელია გამორჩეული ხმის ტემბრის, ინგლისურისა და კიდევ უფრო გამორჩეული ჩაცმულობის შემდეგ, ამჯერად ქართულ ინტერნეტსივრცეს მილოცვის ტექსტით იპყრობს, რომელშიც დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. ბესელიას მისალოცი ტექსტი, რომელიც მან "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, ძალიან მალე გახდა პოპულარული. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხმარებლების ერთი ნაწილი ბესელიას ივანიშვილის მიმართ ნათქვამი თბილი სიტყვებით მოიხიბლა, მეორე ნაწილი კი გააღიზიანა.

"იუბილეს ვულოცავ სულით ხორცამდე ქართველს და ჩვენი ქვეყნის ქომაგს. უფალმა გააძლიეროს. სიტყვები უადგილოა იმ სიკეთესთან რაც ბიძინა ივანიშვილს უკეთებია. ვისთვის ბანალურია და ვისთვის როგორ... ჩემთვის, ერთი ქართველისთვის მის მიერ გაღებული სიკეთე შეუფასებელია... მხოლოდ ისტორიას ძალუძს ამის სახელდება. დრო მეტად გამოაჩენს. რაც დღეს ცხადია არის ის უამრავი ქველმოქმედება უჩუმრად რომ აკეთა და ბოლოს, საკუთარი ოჯახის რისკის ფასად, სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა ქვეყანა ყველაზე საშიში და ძალადობრივი რეჟიმისგან", - წერს ბესელია.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს 59 წელი შეუსრულდა.

იხილეთ ასევე: "პოლიტიკოსებს შორის პელეს" - როგორ ულოცავენ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს