"ჯიგრებო, ჩვენ მთელი გული ჩავაქსოვეთ ამ ფილმში" - სელფი "ოსკარის" წინ

"ჯიგრებო, ჩვენ მთელი გული ჩავაქსოვეთ ამ ფილმში" - სელფი "ოსკარის" წინ

ბოლო განახლება| "მანდარინებმა" "ოსკარი" ვერ მიიღო - ვის ერგო პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის

"ოსკარების" გადაცემის ცერემონიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. "იმედის კვირაში" ფილმ "მანდარინების" რეჟისორმა, ზაზა ურუშაძემ და მსახიობებმა მიშა მესხმა და გიორგი ნაკაშიძემ მაყურებელს საკუთარი ემოციების, შთაბეჭდილებებისა და სურვილების შესახებ უამბეს.

მიშა მესხი: "ჯიგრებო, ჩვენ მთელი გული ჩავაქსოვეთ ამ ფილმში, დანარჩენი ფორტუნაზეა დამოკიდებული, გისურვებთ წარმატებებს თქვენც და ჩვენს თავსაც".

"ოსკარების" გადაცემის ცერემონია გვიან ღამით, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

ოსკარზე ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის ქართულ-ესტონური "მანდარინებიცაა".

"ოსკარზე" ამავე კატეგორიაში ფილმები - "Laviathan" (რუსეთი), "Ida" (პოლონეთი), "Timbuktu" (მავრიკია) და "Wild Tales" (არგენტინა) არის წარდგენილი.

"მანდარინები" "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ესტონეთის სახელით იღებს მონაწილეობას, დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოსკარზე მისი ნომინირების უფლებაც თავად დაიტოვა.

პირდაპირ ეთერში გადაღებული selfie! წარმატებები მანდარინებს!

იხილეთ ასევე: გიორგი ნაკაშიძემ ფეხსაცმელები დაკარგა

წინააღმდეგობებით აღსასვე გზამ მიშა მესხი "ოსკართან" მიიყვანა

რა ვითარებაში დაკარგა მიშა მესხმა პასპორტი - მსახიობი ინციდენტს იხსენებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს