რა მოხდებოდა, "მანდარინები" "ოსკარზე" სააკაშვილის დროს რომ წარედგინათ - "მათთვის, ვინც თვლით, რომ მიშა პომპეზურია!"

რა მოხდებოდა, "მანდარინები" "ოსკარზე" სააკაშვილის დროს რომ წარედგინათ - "მათთვის, ვინც თვლით, რომ მიშა პომპეზურია!"

საბურთალოს რაიონის ყოფილი გამგებელი გია ხუროშვილი, რომელიც ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, "ოსკარზე" ქართველების ვიზიტს Facebook-ზე ეხმიანება და ანვითარებს თეორიას, თუ რა მოხდებოდა, "მანდარინები" "ოსკარზე" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რომ წარედგინათ.

"რა მოხდებოდა მიშას დროს, "მანდარინების" ოსკარზე წარდგენის დროს? (რაც არ მოხდა "არაპომპეზური" ოცნების დროს?)

1. მსახიობები და რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაფრინდებოდა მიშას ბოინგით.

არ დარჩებოდნენ თურქეთში, არ დაკარგავდნენ პასპორტს, არ ჩავიდოდნენ სახეწაშლილები......

2. შემოქმედებითი ჯგუფის PR -ს საკუთარი ცნობადობის ხარჯზე, ასევე წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გააკონტროლებდა და წარმართავდა მიშა!

- მინიმუმ ჩვენს მსახიობებს ოსკარის მსვლელობისას ერთხელ მაინც დავინახავდით კადრში....

ეყოლებოდათ პროფესიონალი ფოტოგრაფი, და მსახიობებს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ფოტოები ტელეფონით არ ექნებოდათ სამოყვარულო დონეზე გადაღებული.

3. ამ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული იქნებოდა და ადგილზე დააღამებდა და გაათენებდა კულტურის მინისტრი, მთავრობის "პრადვინუტი" წევრები, საელჩო და მთელი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომ მეტი პოპულარიზაცია მომხდარიყო ქვეყნის!

.............

მოკლედ ამას აკეთებდა "9 წელი პომპეზური მთავრობა", ამ შრომატევადი საქმიანობის დროს :

შეიძლება გაეკეთებინათ მასაჟიც და ა.შ. მაგრამ

ლარის კურსი იყო სტაბილური,

ქვეყნის ეკონომიკა 2% ზე ბევრად მეტით იზრდებოდა,

ხალხს ასე მასობრივად არ შიოდა და არც შიმშილის რისკის ქვეშ იყვნენ,

მასიურად არ იხურებოდა მაღაზიები და სხვა ობიექტები....

კრიმინალები არ დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში და ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია, შეიძლება საჯარო ჩვენებითაც წარმართულიყო ევროპის მოედანზე, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შეუქმნიდნენ ემოციურ და დასამახსოვრებელ გარემოს.....

ბევრის თქმა შემიძლია კიდევ, მაგრამ ვის ველაპარაკო?!

შეაყარე "ჯოკიებს" ცერცვი, არ ურჩევნიათ ბნელი ღამე?- ვიდრე ამდენი თავის ტკივილი?!!", - წერს გია ხუროშვილი.

Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

ნახეთ: "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების შედეგები, როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები წითელ ხალიჩაზე და ქართველი მსახიობების ამბები "ოსკარიდან" - თეგზე #ოსკარი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს