საპატრიარქოს არქიმანდრიტ ანთიმოზის დასჯას სთხოვენ

საპატრიარქოს არქიმანდრიტ ანთიმოზის დასჯას სთხოვენ

საპატრიარქოში არქიმანდრიტ ანთიმოზის დასჯის მოთხოვნით წერილები მიდის, - ამის შესახებ ცნობილი თავად არქიმანდრიტისგან გახდა. მისი თქმით, წერილების ავტორთა გაღიზიანებას სასულიერო პირის სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქტივობები იწყვევს.

"თურმე, საპატრიარქოში წერილი წერილზე მიდის, დასაჯეთ არქიმანდრიტი ანთიმოზიო!

რა დაგიშავეთ ადამიანებო! ვცხოვრობ ჩემთვის მარტო გამოქვაბულში.

წერილებში ესე ჯობია, აუკრძალოთ მამა ანთიმოზს წერა! აბა, მეტს არაფერს ვაშავებ და...", - წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.

"თურმე ფეისბუქი სატანისაა, ჰოდა მინდა წავართვა კაცო, რა გინდათ))", - ხუმრობს სასულიერო პირი და ხუმრობითვე მიუთითებს სკეპტიკოსებს მისი დასჯის მეთოდზე: - "როგორ უნდა დამსაჯონ არ ვიცი, ცოლს თუ მომაყვანინებენ ძალად))".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს