"თვითონ რამდენი სანდლით მოვიდა ხელისუფლებაში და საიდან, ამაზე არ უნდა რომ ესაუბროს სვეტ ქოცებს?!" - ჩიორა თაქთაქიშვილი ზვიად ძიძიგურს მიმართავს

"თვითონ რამდენი სანდლით მოვიდა ხელისუფლებაში და საიდან, ამაზე არ უნდა რომ ესაუბროს სვეტ ქოცებს?!" - ჩიორა თაქთაქიშვილი ზვიად ძიძიგურს მიმართავს

გუშინ, თოქშოუ "არჩევანში" ზვიად ძიძიგური ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას შეეხო და სავიზო კონტროლის გამკაცრების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, იგი მიესალმება ახალ სავიზო პოლიტიკას და აცხადებს, რომ ის არავითარ გავლენას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკურ კრიზისზე.

"ირანელი ტურისტი შემოვიდა, აქვე ვიტყვი, რომ ირანელების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, 3 დოლარი ჰქონდა ჯიბეში, სანდლები ეცვა ფეხზე და გამოსჭრა ყელი პატარა აჭარელ გოგონას. არ შეიძლება, ვისაც მოუნდება, საქართველოში გამოიაროს. ევროკავშირიც ამას ითხოვდა ჩვენგან," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილის გაღიზიანება გამოიწვია:

"ქსენოფობების, უცხოთმოძულეების, სიბნელის მთავრობა!!!

ამ ზიზღის გამაღვივებელი

თვითონ რამდენი სანდლით მოვიდა ხელისუფლებაში და საიდან, ამაზე არ უნდა რომ ესაუბროს სვეტ ქოცებს?! თუ საფრანგეთში რომ ჩავა, იქ გაეხარდება, რომ ცალ-სანდლიან კრიმინალ ქართველად მოიხსენიონ ლე პენისტებმა?

თუ გონია, რომ ის არასოდეს იქნება მის მიერვე კულტივირებული ზიზღის მსხვერპლი?

ასეთი ხელისუფლების პირობებში, ასეთი სტერეოტიპების და ზიზღის ყოველდღიური წახალისების პირობებში ეს ქვეყანა ვერასოდეს გახდება ევროპა. არჩევანი ჩვენზეა", - წერს თაქთაქიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს