"თქვენს წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები!" - მოროშკინას გაფრთხილება შს მინისტრს

"თქვენს წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები!" - მოროშკინას გაფრთხილება შს მინისტრს

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე შს მინისტრს მიმართავს და წერს, რომ მის

წინააღმდეგ საბოტაჟი მზადდება.

"მივმართავ შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს!

ბატონო ვახტანგ, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და გაფრთხილებთ, რომ პირადად თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ერთგული მებრძოლების წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, რასაც გადატრიალება მოყვება!!!!!

მე არასოდეს არ მითქვამს ის, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ ვყოფილვარ!

მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები!

მზად ვარ პირადად წარმოგიდგინოთ მასალები.

და კიდევ ერთი, ამ ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრის, გიორგი გუდაძეს, მანქანაა, რომელიც 17 თებერვალს, საღამოს 20.30 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან, მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს და ბეწვზე გადარჩა.

არანაირი გამოძიება, არანაირი კამერების ამოღება!!!!

მხოლოდ ჩვენი მეგობრების დაშანტაჟება, ქალაქიდან იძულებით გაყვანა და კოკაინის, დიახ კ ო კ ა ი ნ ი ს შეთავაზება!(ნაცნობი სცენარი)

და ეს ყველაფერი თქვენი სახელით!

მზად ვართ ვითანამშროლოთ გენინსპექციასთან, ასევე ვითხოვთ საქმე, რომელიც სამარცხვინო 118 მუხლით აღიძრა, 109 მუხლში გადაკვალიფიცირდეს!

დიდი მადლობა გიორგი ლაფერაშვილს,რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერს გვითმობდა, მაგრამ გიორგის ჯანმრთელობა გაუარესდა და დამძიმდა. მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი და სისხლის გადასხმაზეა.

დიდი მადლობა ანი კიკნაძეს სამწუხაროდ ვერც "ობიექტივის ეთერში" მოახერხებს მოსვლას, მაგრამ ეს სულ რამოდენიმე დღის ამბავია.

ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სავარძლებს დაემშვიდობება!

გპიდებით!!!!

ღმერთი არ გაუწყრეს ამის უკუღმა წამკითხავს და მოვლენებს არ გაუსწროს!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს