რაღა უნდა დააშავოს მეტი ამ ბნელეთის მოციქულმა - ნიკა რურუა მენცოვის მკვლელობაზე

რაღა უნდა დააშავოს მეტი ამ ბნელეთის მოციქულმა - ნიკა რურუა მენცოვის მკვლელობაზე

კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

"კაჩინსკი და მთელი პოლონეთის პოლიტილური ელიტა, პოლიტკოვსკაია, ასტემიროვა, ხლებნიკოვი, ბერეზოვსკი, ლიტვინენკო, ნორდოსტი, ბესლანი, "კურსკი", აფეთქებული კორპუსები მოსკოვში, სამასი ათასი მოკლული ჩეჩნეთის მოქალაქე, 2008 წლის ომი სამაჩაბლოსა და კოდორში, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ყირიმი აღმოსავლეთ უკრაინა, მალაიზიის ავიახაზების ჩამოგდებული ბორტი 370 და ნემცოვი - არასრული სიაა პუტინის ნამოქმედარის.

რაღა უნდა დააშავოს მეტი ამ ბნელეთის მოციქულმა, რომ თავისუფალმა სამყარომ ის საბოლოოდ გააჩეროს, სხვა თუ არაფერი, თვითგადარჩენის ინსტინქტის კარნახით მაინც?!" -წერს ნიკა რურუა.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს