"პატრიარქმა სააკაშვილის დედა დაიბარა" - როგორ ეხმაურებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალის პოსტს სოციალურ ქსელებში

"პატრიარქმა სააკაშვილის დედა დაიბარა" - როგორ ეხმაურებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალის პოსტს სოციალურ ქსელებში

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ნანა დურგლიშვილის გამოქვეყნებულ სტატუსს დიდი რეზონანსი მოჰყვა. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დაიბარა და "სთხოვა მიშასთვის გადაეცა, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს და მიხედოს ქვეყანას". ნანა დურგლიშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში, სან ფრანცისკოში იმყოფება, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია, რის გამოც მისი პოსტი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არასერიოზულად მიიჩნია.

"კი დავწერე რამოდენიე ადგილას კომენტარში, მაგრამ რადგან უამრავ ადამიანს აინტერესებს ეს ფაქტი რამდენად მართალია გადავწყვიტე , რომ სტატუსად გამომეტანა, შეგიძლიათ გაავრცელოთ.

ვხედავ დიდი ბჭობა მიდის თემაზე, მართალია თუ არა ინფო იმის შესახებ ,რომ პატრიარქმა გიული (მიშას დედა) დაიბარა და სთხოვა მიშასთვის გადაეცა, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს და მიხედოს ქვეყანას. ეს არის სიმართლე , ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, მიიღო თავის საძინებელში, სადაც ესაუბრა და სთხოვა , რომ მიშასთვის გადაეცა დანაბარები, მერე გამოაცილა ყველას დასანახად. რამოდენიმე მეგობრის კედელზე წავაწყდი ამ თემაზე კამათს და მსჯელობას, ეს მოხდა თუ არ მოხდა . მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა , ეს ამბავი მართალია !", - ირწმუნება ნანა დურგლიშვილი.

გთავაზობთ გამოხმაურებებს:

სოფო ხორგუანი, ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე: სრულიად სერიოზულად მოვითხოვ, ფსიქიატრის მკურნალობა დაფინანსდეს საყოველთაო დაზღვევით.

სოსო გალუმაშვილი, PR-ის სპეციალისტი: მიშა ფარაონად!

ქ-ნ გიულის ვახლდი. ანუ ფარაონის დედის მხლებელი ვიყავი...

პატარა პირამიდაც ავუშენოთ და პირდაპირ იქ ჩამოვიდეს ბარემ. ადგილიც შერჩეული მაქვს, სუფთა ჰაერზე გლდანის ტბასთან, ეზოშივე ავუშენებტ ვირტუალურ პირამიდას. მაინც ევასებოდა ვირტუალურ რეალობაში ცხოვრება

ირა ჭელიძე: მეორეჯერ მხვდება უკვე ეს საგიჟეთი. ამ ქალს მომკითხავი, პატრონი, გულშემატკივარი არ ყავს? რა პატრიარქი, რა საძინებელში მიღება? მიხედეთ რა. ცოდოა...

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსია

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"