რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სიუჟეტზე, რომლის გამო ადვოკატმა გრიგოლიას გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი უწოდა

რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სიუჟეტზე, რომლის გამო ადვოკატმა გრიგოლიას გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი უწოდა

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასა და ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს შორის დაპირისპირებაში "იმედის კვირის" ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ჩაერთო. სწორედ ბელა ზაქაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტთან აქვს ადვოკატს პრეტენზია. ის ამბობს, რომ თემას მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად, "ვენოკის სახით დაადეს"...

ადვოკატის ხმაურიან განცხადებას, რომელშიც ზაქარეიშვილი გრიგოლიას თაღლითს უწოდებს, სიუჟეტის ავტორი ბელა ზაქაიძე პასუხობს.

"ისე გამაკვირვა, აღმაშფოთა და გამაბრაზა ირაკლი ზაქარეიშვილის სტატუსმა არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. პირველ რიგში, ინგასთვის თაღლითის წოდება იმის გამო, რომ ზაქარეიშვილის სინქრონი არ იყო ჩემს სიუჟეტში, ძალიან სასაცილოა და დიდი სიბნელეა. ძალიან სასაცილოა ასევე ინგას დადანაშაულება ხელისუფლების და პროკურატურის ინტერესების გატარებაში, საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ვერც გაიფიქრებს ინგა ისეთი სამართლიანი და დაბალანსებულია.

სიუჟეტში, რომელსაც ბატონი ზაქარეიშვილი აკრიტიკებს, ხელისუფლებისთვის დადებითი არაფერია. ბატონო ირაკლი, რომ იმუქრებით აუდიოჩანაწერის დადებით, დადეთ აუდიოჩანაწერი, სადაც თქვენ მეუბნებით, რომ ინგა გრიგოლიას არ ენდობით და ამიტომ გინდათ პირდაპირ ეთერში მოწვევა. ასეთ ჩანაწერს ვერ დადებთ და ნუ ცრუობთ თითქოს ასეთი ჩანაწერი გაქვთ. ასეთი საუბარი არ ყოფილა და შესაბამისად, ჩანაწერი ვერ გექნებათ.

თქვენ პირდაპირ ეთერში მოწვევა მთხოვეთ, მაგრამ არა იმ კონტექსტში, რომ გრიგოლიას არ ენდობოდით და ამიტომ გინდოდათ პირდაპირი ეთერი. გრიგოლია არც გიხსენებიათ. მე მართლაც დაგირეკეთ და გითხარით ნეფარიძეზე ვაკეთებდი სიუჟეტს იმიტომ რომ თაღლითობაში ადანაშაულებდნენ დაზარალებულები. მთავარი ეს თემა იყო, მაგრამ თქვენი ჩაწერა მინდოდა თათუხაშვილის თემაზე. რომ დავსერჩე ზურაბ ნეფარიძე ამომიგდო, რომ თქვენ ადანაშაუულებდით მის საადვოკატო ბიუროს ადვოკატებს პროკურატურასთან ალიანსში და თათუხაშვილისგან სასურველი ძვენების გამოძალვაში. ამიტომ თათუხაშვილის ეპიზოდი ჩემთვის საინტერესო იყო და ამიტომ გადავწყვიტე თქვენი ჩაწერა.

ჟურნალისტების სიუჟეტებს ჩვენთან მთავარი პროდიუსერი ნახულობს. თათუხაშვილის ეპიზოდი თემაში, სადაც ნეფარიძეს თაღლითობის ბრალდებებს უყენებდნენ, უადგილოდ ეჩვენა, გაუგებრად (გაუგებარი რომ არ ყოფილიყო მეტ მასალას, კომენტარებს ამ თემაზე საჭიროებდა). ამიტომ მაყურებლისათვის სიუჟეტი გასაგები რომ ყოფილიყო, მხოლოდ თაღლითობის თემა დარჩა. თათუხაშვილზე და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე ინგას საკუთარი გადაცემასც მიუძღვნია და თათუხაშვილის ეპიზოდის დაბლოკვაში ინგას დადანაშაულება ძალიან დიდი სიბნელეა", - წერს ბელა ზაქაიძე.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსია

მეტი ინფორმაციისთვის| "ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!" - ტელეწამყვანი მორიგ სკანდალში ეხვევა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს