რატომ დაუპირისპირდა არქიმანდრიტ ანთიმოზის გამო, ეკო დეისაძეს "ინტელექტუალური ელიტა"

რატომ დაუპირისპირდა არქიმანდრიტ ანთიმოზის გამო, ეკო დეისაძეს "ინტელექტუალური ელიტა"

წუხელ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ეკო დეისაძის სტატუსს, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემა "1 წუთში" არქიმანდრიტი ანთიმოზის გამოსვლას ეხებოდა. დეისაძე წერს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს - ამ სტატუსმა კი "ფეისბუქზე" დაპირისპირებები გამოიწვია. დისკუსიებში, გოგი გვახარია, ირაკლი კაკაბაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი და არქიმანდრიტიც ჩაერთვნენ:

"ჩვენთან, საქართველოში უმრავლესობას პრადვინუტობაზე აქვს პრეტენზია, ხოდა ვის რა უნდა ის ეგონოს, უბრალოდ მე მიმაჩნია რომ საზოგადოების ინტელექტუალური ელიტა (რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ რეალურად არსებობს) უნდა ცდილობდეს განსხვავებული ფენების გაერთიანებას და უშუალო კონტაქტის დამყარებას ამ ადამიანებთან, მაშინ ვითარდება სახელმწიფო და ეს წრე რეალურად ანაცვლებს ბევრ რამეს, ჩვენი ინტელექტუალების "ენა" და ქმედება კი უცხოა ხილია მასისთვის, ამიტომ მის ადგილს მასაში სხვა ინსტიტუცია იკავებს, (ამ შემთხვევაში ეკლესია, ან რომელიმე პოლიტიკური პარტია) მაშინ ვისთვის შრომობთ თქვენ პრადვინუტებო? რატომ თხრით თითებით მიწას, როდესაც ნიჩაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოკლედ, ერთ რამეს ვხვდები, მაპატიეთ, მაგრამ იმ სიბნელის ხარჯზე "ანათებთ" რისი შეცვლის სურვილიც იდეაში გაქვთ.

Irakli Vacharadze

4 hrs · Edited ·

მწუხარებით ვიუწყები: გარდაიცვალა ყველაზე კარგი ქართული სატელევიზიო პროდუქტი: 1 წუთი მაესტროზე.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მღვდელს, მამა ტაბურეტს აძლევენ საშუალებას ამტკიცოს, რომ ტანი მისია, მაგრამ მაგინებელი თავი. ვწუხვარ.

დიდ პატივს გცემდით, სანამ ასე დაეცემოდით, ნულს ქვემოთ.

თეენატინ ასატიანი აწი პრადვინუტებს შეუთანხმდით ვის ჩაწერთ და ვის არა ) საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ყველას არ უნდა მისცეთ, ვინც "სწორად'' აზროვნებს მარტო ისინი ჩაგვწერეთო", - წერს დეისაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს