"მალე მიაკითხავენ! ჟურნალისტზე ხელის აღმართვა როგორია, ნახავთ!" - "ფეისბუქში" ირაკლი გედენიძის ცემას ეხმაურებიან

"მალე მიაკითხავენ! ჟურნალისტზე ხელის აღმართვა როგორია, ნახავთ!" - "ფეისბუქში" ირაკლი გედენიძის ცემას ეხმაურებიან

სოციალურ ქსელში "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს ეხმაურებიან.

მარიამ გრიგოლია, ინგა გრიგოლიას ქალიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი:

"კადრებში არის დაფიქსირებული პიროვნება, რომელიც ირაკლის ფიზიკურად გაუსწორდა! დარწმუნებული ვარ მალე მიაკითხავენ!

ეს მათხოვრები რა დღეში არიან!!! ჟურნალისტზე ხელის აღმართვა როგორია, ნახავთ!!

ძონძი, იდიოტი, დეგენერატი, არაკაცი!!".

საბა ლეკვეიშვილი, ჟურნალისტი:

"სულ გამო***და ეს ხალხი. გან***ნი კუკავას პარტიაა. გუნავა რა გაქნილი ნაბ***ია )) ეგრევე "ეს არის პროვოკაცია!" ))".

გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი:

"დააკავეს ეს გარეწარი მოძალადეები? თუ ისევ თავისუფლები არიან ჯერ?

თქვენი აშენებული ქვეყანა და დემოკრატია არ გაიშვა..".

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც

აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით – "შემოულაწუნე" რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს