"20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ" - თინა ხიდაშელმა მეუღლეს საჯაროდ აუხსნა სიყვარული

"20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ" - თინა ხიდაშელმა მეუღლეს საჯაროდ აუხსნა სიყვარული

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, საკუთარ მეუღლეს, დავით უსუფაშვილს, "ფეისბუქზე" საჯაროდ აუხსნა სიყვარული და იუბილე მიულოცა:

"გილოცავთ დადო მამას დაბადების დღეს. არც მამა გყავთ სახლში, არც დედა მაგრამ იცოდეთ რომ სამყაროში ყველაზე მაგარი მამა გყავთ და მე კიდევ ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ.

დათო გილოცავ აი ასე საჯაროდ, და სიყვარულს გიხსი სახალხოდ. 20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ, პირველ დღეს რომ გამოვუტყდი საკუთარ თავს.

ვიცი გაბრაზდები ამას რომ ნახავ, მაგრამ მაინც დავაჭერ ეხლა ამ ღილაკს ხელს და ვირტუალური სამყაროს კუთვნილებად ვაქცევ ამ პატარა გზავნილს".

შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილს 47 წელი შეუსრულდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს