"ორგანიზაციებს ისედაც მოსახლეობასთან შედარებით სამმაგი ღირებულების გაზი სასტიკად გაგვიძვირდა" - ნათია ფანჯიკიძე

"ორგანიზაციებს ისედაც მოსახლეობასთან შედარებით სამმაგი ღირებულების გაზი სასტიკად გაგვიძვირდა" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "კამარას" დამფუძნებელია, "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციებს გაზის გადასახადი საკმაოდ გაუძვირდათ. გარდა ამისა, ფანჯიკიძე ლარის ნაცვლად, დოლარზე გადასვლის იდეას გამოთქვამს:

"ლარი ხომ ისედაც ფული გვიჯდებოდა, ანუ ლარის ბეჭდვა. ახლა ხომ მეტი ლარი გვაქვს დასაბეჭდი, ანუ თითქმის ორმაგს ვიხდით (ორჯერ მეტი გვჭირდება ვალუტაზე გასასწორებლად) ამიერიდან? "ლარი" და "თეთრი" - ყურს კი ლამაზად ესალბუნება და ებულბულება, მაგრამ თუ ლარში დოლარს ვიხდით და დოლარად შეძენილი ლარით ვერანაირ სერიოზულ ოპერაციას ვერ ვახორციელებთ, ბარემ ის ფული გვქონოდა, ნამდვილი ფული რასაც ქვია? პირდაპირ დოლარი? უფრო იაფი და ეკონომიური არ იქნებოდა?

მე მაპატიეთ, კომპეტენტურობის თვალსაზრისით უპრეტენზიო შეკითხვაა, კამარას სასოწარკვეთილი დიასახლისის, - ორგანიზაციებს ისედაც მოსახლეობასთან შედარებით სამმაგი ღირებულების გაზი სასტიკად გაგვიძვირდა" - წერს ნათია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს