"თუ უყურებთ, მაშინ ტვინი ნუ წაიღეთ რა" - ნანუკა ჟორჟოლიანი გია ჯაჯანიძის გადაცემაზე

"თუ უყურებთ, მაშინ ტვინი ნუ წაიღეთ რა" - ნანუკა ჟორჟოლიანი გია ჯაჯანიძის გადაცემაზე

წუხელ გასულმა გია ჯაჯანიძის გადაცემამ "სხვა რაკურსი" საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. შოუს თემა "ქართული მენტალობა" გახდა. "ფეისბუქზე" აგორებულ ამბებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა:

"რაც უფრო მეტია გადაცემის კრიტიკა ფბზე ( რა ხალხი უზით სტუდიაში, ფუ ეს რა არის, სად გადავრთოთ, ყველგან ერთი მარაზმია) მით უფრო მაღალია გადაცემის რეიტინგი. შესაბამისად, წამყვანი უარს ვერ ამბობს იგივე სტუმრებზე. რეიტინგი დიდი ცდუნებაა:) და იქნებ თქვენ ჩამოყალიბდეთ. მოგწონთ თუ არა ასეთი გადაცემები?! თუ არ მოგწონთ, ნუ უყურებთ. თუ არ უყურებთ, რეიტინგიც არ იქნება, თუ რეიტინგიც არ იქნება ასეთი სტუმრებიც არ იქნებიან. თუ უყურებთ, მაშინ ტვინი ნუ წაიღეთ რა:)

რამდენ გადაცემაზეც ასეთი ამბავი ატყდა, იმდენი რეიტინგი მოვიდა ყველაზე მაღალი. ვერაფერი გავიგე რა", - წერს ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს