"ხაჩიძე რომ მინისტრი იყო, ყველა დაიჭირეს სამინისტროში მის გარდა!" - ზურაბიშვილი კორუფციის შესახებ ბრალდებებზე

"ხაჩიძე რომ მინისტრი იყო, ყველა დაიჭირეს სამინისტროში მის გარდა!" - ზურაბიშვილი კორუფციის შესახებ ბრალდებებზე

"რეპულიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი კორუფციის შესახებ ოპონენტთა ბრალდებების საპასუხოდ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"გოგა ხაჩიძე რომ გარემოს დაცვის მინისტრი იყო, მახსოვს, ლამის ყველა დაიჭირეს ან მოხსნეს იმ სამინისტროში მის გარდა. ისიც მახსოვს, ჭიაბერაშვილის მერობის დროს ლამის მერიის მთელი ხელმძღვანელობა ნარკოტიკების მომხმარებელი რომ აღმოჩნდა და არც ის დამვიწყებია, ლამის მთელი არქიტექტურის სამსახური რომ დაიჭირეს და მერე უკვე დაჭერილები მიიყვანეს უკან შენობაში და დაჭერის სცენა დადგეს, რახან "რუსთავი 2"-ის კამერამ კადრები ვერ აიღო კარგად.

ჰოდა, რა ვერ გამიგია და რატომ ეთვლებოდა ეს ყველაფერი იმ ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლად და რატომ ეთვლება ჯოკია ბოდოკიას და გამგეობის ერთი თანამშრომლის დაჭერა ამ ხელისუფლებას კორუფციის ხმაურად და მძვინვარებად?

მერე იტყვიან, პიარს და პროპაგანდას რა მნიშვნელობა აქვსო", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს