ტარიელ სუარი სერიალს გადაიღებს: "სერიალებიდან შეიტყობთ, ვიყავით თუ არა მე და ია ერთად"

ტარიელ  სუარი სერიალს გადაიღებს: "სერიალებიდან შეიტყობთ, ვიყავით თუ არა მე და ია ერთად"

გიტარისტი ტარიელ სუარი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო სტატუს აქვეყნებს.

"როგორც ვხედავ საზოგადოების მხრიდან ჩემი და იას პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არ წყდება. შესაბამისად, როგორც მაია ასათიანის გადაცემა პროფილში შეგპირდით, გადავწყვიტე გადავიღო სერიალი. გადამღები ჯგუფი უკვე ცენტრალიზებულია. გადაღებული სერიალებიდან შეიტყობთ, ვიყავით თუ არა მე და ია ერთად, იყო ეს ყველაფერი სინამდვილე თუ დადგმული სცენა. ვართ თუ არა ჩვენ ამჟამად ერთად. ვაპირებთ თუ არა ერთად ყოფნას. იყო თუ არა ჩვენს შორის კონფლიქტები და ასე შემდეგ... ამ ყველაფერს თქვენ ნახავთ სერიალში სახელწოდებით "შერეკილი გიტარა". ეს იქნება ჩემი პირველი სატელევიზიო პროექტი. შესაბამისად, შეგიძლიათ მისურვოთ წარმატება. პირველი სერია მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. მომავალი კვირის ბოლოსვე, პილოტის სახით მიეწოდება საქართველოს ყველა მოქმედ არხს. რომელი არხიც დაინტერესდება ამ სერიალის გაშუქებით, შესაბამისად, მასთან ვითანამშრომლებ. დაგეგმილი მაქვს სულ 50 სერიის გადაღება. რომელიც ყოველკვირეულ რეჟიმში წლის ბოლომდე გავა ეთერში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. :)))))))))))))))", - წერს სუარი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს