"ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები - როგორ აღწერდნენ ისინი ცნობილ მოვლნებს" - ეკა კვალიაშვილი

"ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები - როგორ აღწერდნენ ისინი ცნობილ მოვლნებს" - ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტებს აქვეყნებს, თუ როგორ აღწერენ ისინი ცნობილ მოვლენებს".

"ეხლა კი სიცილით გული იჯერეთ და პიზიტიური განწყობით დაიძინეთ , ტკბილი სიზმრებიიიი, (ნუ როცა დაგეძინებათ)

ქართულ ჟურნალისტიკაში, კარგად დაცდილი მეთოდია, სტატიის სათაურის "სკანდალურად" შეფუთვა, იმისთვის, რომ მან მკითხველის დაინტერესება გამოიწვიოს, თუნდაც სტატიის შინაარსი, საერთოდ არ პასუხობდეს სათაურს. ვერ განვაზოგადებთ აღნიშნულ ფაქტს, სრულიად ქართულ ჟურნალისტიკაზე, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, შეინიშნება კრეატივის დეფიციტი, შესაბამისად, სათაურები, ზოგჯერ ციტირებით და ზოგჯერ პერიფრაზით, ხშირად მეორდება, მესამდება, etc.

ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები - როგორ აღწერდნენ ისინი ცნობილ მოვლნებს

ა) ბეთჰოვენმა პირველად დაინახა კლავიში, მისი რეაქცია გაგაოგნებთ!

ბ) ნაკელიანი თავი დაიბანე შე სიძვის დიაცო, სანამ ჭიხვინი დამიწყია! - ტრანსგენდერი მათე ბიჭის და როსკიპი ეკატერინე II-ს სკანდალური დაპირისპირება - გადაცემაში "სოფლის ორღობე"

გ) თამარ მეფე მეორედ გათხოვდა! ყოფილი ქმრის - გიორგი რუსის კომენტარი და მათი თანაცხოვრების დღემდე უცნობი დეტალები!

ე) აღდგომა ყველაზე მაგარი დღესასწაულია, ყველა ჩამოსული თავის სოფელში რომ მიეთრევა და ტიფლისში მარტო ვრჩები - ინტერვიუ ჩხოროწყუდან ჩამოფრენილ ხოხობთან!

ვ) რატომ უფურთხებდა ლამაზისეული საჭმელში ლუარსაბს და დარეჯანს და როგორ გახდა ის ტრეფიკინგის მსხვერპლი ქემალფაშაში - მდაბიო მოახლის აღიარება, ფარცხანაყანეველი - თალიკოს შოუში

ზ) ეროტიკა ქართულ ფლორაში! (+18) - (ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა) -:DDDDDDDDDDDDD".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს