"აი, ამიტომ მივდივარ აქციაზე, თორემ ჩემი ქმარი ევროპაში მირჩევნია" - ნანუკა ჟორჟოლიანის მოტივი, რატომ უერთდება "ნაციონალებს"

"აი, ამიტომ მივდივარ აქციაზე, თორემ ჩემი ქმარი ევროპაში მირჩევნია" - ნანუკა ჟორჟოლიანის მოტივი, რატომ უერთდება "ნაციონალებს"

"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. Facebook-ის ქართული აუდიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა აფიქსირებს მოსაზრებას, რატომ უერთდება, ან არ უერთდება დღევანდელ აქციას. მათ შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც წერს, რომ სწორი იყო ქართველი ხალხის არჩევანი, როდესაც 2012 წელს ხელისუფლება არჩევნების საშუალებით შეცვალეს, თუმცა, მიაჩნია, რომ დღევანდელი აქცია აუცილებელია ქვეყნისთვის.

  • Facebook/ ნანუკა ჟორჟოლიანი
სწორი იყო ის არჩევანი, რომელიც ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა. სწორი და აუცილებელი.

არ დავიწყებ მიზეზების ჩამოთვლას. რამდენიმე მიზეზის გამო იყო სწორი და კარგი.

მე ვიტყვი რატომ არის აუცილებელი დღევანდელი აქცია.

1. ხელისუფლება დღეს დაინახავს, რამდენ ადამიანს არ უნდა წარსულში დაბრუნება.

2. ხელისუფლება დაინახავს რამდენ ადამიანს არ მოსწონს გაჩერებული ქვეყანა.

არ დავიწყებ წერას პრემიებზე, ნეპოტიზმზე, ქურდულ მენტალიტეტზე ზედა რგოლებში, არც იმის ახსნას დავიწყებ 2 წელიწადში რამდენი რამ გააფუჭეს

იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა გაჩერებული და ახლა უკვე უკან მიმავალი ქვეყანაა.

აი რატომ მივდივარ აქციაზე:)

თორემ ჩემი ქმარი ევროპაში მირჩევნია. ასე ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა და ასეც დარჩება რაც არ უნდა შეიცვალოს:)

, - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართება.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება – ერთი, ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"