"ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ - როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!" - პეტრე კოლხი

"ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ - როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე, იგივე პეტრე კოლხი, საზოგადოებაში არსებულ მანკიერებებზე საუბრობს და თემასთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:

"ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ, სადაც რელიგიას ნიღბად იყენებენ, აგრესიას ლიბერალიზმში მალავენ, ერთმანეთი სძულთ, რწმენა ქვების გროვა ჰგონიათ, ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებენ, ქველმოქმედებას მოჩვენებით ეწევიან, ბოროტებას გულისტკივილს უწოდებენ, მეგობრობა დაუსრულებელი ქილიკი ჰგონიათ, მოკლულს თვითმკვლელობას აბრალებენ, მონობას მორჩილებას არქმევენ, თავისუფალ აზრს მტრობაში გითვლიან, გარეწარს გმირის ტიტულს ანიჭებენ, ენის მიმტანს ერთგულებას ეფიცებიან, ფარისეველს აწინაურებენ, ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ - როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!" - ნათქვამია სტატუსში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს