ვახტანგ რჩეულიშვილმა მიხეილ სააკაშვილს "მსოფლიოს მოქალაქე" უწოდა

ვახტანგ რჩეულიშვილმა მიხეილ სააკაშვილს "მსოფლიოს მოქალაქე" უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" ახალ სამსახურზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ოჯახზე ისაუბრა. გადაცემის დასრულების შემდეგ, ვახტანგ რჩეულიშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს შემდეგი სტატუსით მიმართა:

"ნანუკა, მსოფლიო დონის პოლიტიკოსები მინახია (თუნდაც ედუარდ შევარდნაძე), მაგრამ შენ დღეს პირველად დამანახე მსოფლიოს მოქალაქე მიშა სააკაშვილი. გმადლობ", - ნათქვამია რჩეულიშვილის სტატუსში.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ელოდებიან იმ დროს, როდესაც პასპორტში ვიზის ადგილი აღარ დარჩება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ, მაგრამ 4 პასპორტი აქვსო. საიდან იციან, თუ არ აინტერესებთ?! აშშ-ის ვიზებიც სხვადასხვა პასპორტებში მირტყია. პოლონეთში სულ მეხუმრებიან, რომ აგერ, კომპიუტერში გვიგდებს, რომ თქვენი მთავრობა (ზოგჯერ ეპითეტებით მოიხსენიებენ) გკითხულობთ, სადა ხართო. ბევრად უფრო გვიან დამიმთავრდება ფურცლები, ვიდრე საქართველოში განვითარდება შესაბამისი მოვლენები. ასე რომ, მაგის იმედი ტყუილად აქვთ. რამდენიმე პასპორტი მაქვს და ყველა ერთად არასდროს დამაქვს, რომ არ დავკარგო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს