"ფუუ! ეს მახინჯი კაცი როგორ მეზიზღება!" - კრიტიკული კომენტარი დავით ზურაბიშვილს და საინტერესო ტენდენცია ქართულ პოლიტიკაში

"ფუუ! ეს მახინჯი კაცი როგორ მეზიზღება!" - კრიტიკული კომენტარი დავით ზურაბიშვილს და საინტერესო ტენდენცია ქართულ პოლიტიკაში

"რეპულიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ინტერნეტ-მომხარებლის კომენტარს აქვეყნებს.

"ფუუ! ეს მახინჯი კაცი როგორ მეძიძღება!"

არა, თვალისმომჭრელად სიმპატიური ვარ-თქო, ამის პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ ასეთი კომენტარი ჩემს შესახებ ნაღდად პირველად ვნახე. თან ერთი ტიპი ულაიქებს კიდეც", - წერს ზურაბიშვილი.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრი ქართული პოლიტიკის ერთი საინტერესო ტენდენციის შესახებაც წერს.

"ერთ საინტერესო ტენდენციას დავაკვირდი ქართულ პოლიტიკაში.

მურმან დუმბაძე ნაცმოძრაობის დეპუტატებთან ერთად დაუპირისპირდა აჭარის მთავრობას, ღიად მხარს უჭერს ნაცმოძრაობის მიერ მთავრობის გადაყენების მცდელობას, მაგრამ მასზე კაციშვილი არ ამბობს, ნაცებთან შეკრულიაო.

თავისუფალი დემოკრატები არც აჭარის უზენაეს საბჭოში და არც საქართველოს პარლამენტში არ უჭერენ მხარს ნაცმოძრაობის ინიციატივებს, მუდამ ხმამაღლა ემიჯნებიან მათ, მაგრამ მაინც სულ ეჭვმიტანილები არიან ნაცმოძრაობასთან ფარულ ალიანსში.

ხოლო ჩვენ, რესპუბლიკელები, ხელისუფლებაში კი ვითვლებით, მაგრამ თან ნაცმოძრაობასთან, მურმან დუმბაძესთან, თავისუფალ დემოკრატებთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთანაც კი ფარულ ალიანსში ვართ მუდმივად ეჭვმიტანილები.

მიყვარს რა ჩემი ქვეყანა", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს