ცოტნე გამსახურდია: ადამიანი, რომელსაც სიკეთის დანახვა არ შეუძლია, უბრალოდ ბიომასაა...

ცოტნე გამსახურდია: ადამიანი, რომელსაც სიკეთის დანახვა არ შეუძლია, უბრალოდ ბიომასაა...

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე უმადური ადამიანების მიმართ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

"ბევრი მიფიქრია უმადურობის ფენომენზე. ან რა არის "ვისაც ჩავაცვი, იმანა გამხადა"? რამდენჯერ შევხვედრივარ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს უანგაროდ ეხმარები და იქედან სრულ სიცივესა და უმადურობას იღებ. პატარა, მაგრამ ტიპიური მაგალითი: მახსოვს, მეზობლად ქირით მაცხოვრებელ უკიდურესად გაჭირვებულ ქალს მთელი ზამთარი შეშას ვაძლევდი გასათვობად. როგორც კი გაზაფხულდა და დათბა, სალამი შემიწყვიტა, არათუ მადლობა მითხრა წინკ ემოტიცონ

ჩემის აზრით აქ ორი ფსიქოლოგიური მომენტი დომინირებს: ერთია, რომ ასეთ სუბიექტს რცხვენია საკუთარი გაჭირვებული, თუ. მისი აზრით - დამდაბლებული მდგომარეობის და შენში მისი საცოდაობის მომსწრეს ხედავს უპირველეს ყოვლისა. ერთი შეხედვით ბუნებრივ, მადლიერების რეაქციაზე ამპარტავანი ეგო მძლავრობს. მეორე მიზეზი კი ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი შიშია: ემანდ საპასუხოდ რამე არ მთხოვოსო. აქ წინა პლანზე სიხარბე გამოდის.

შესაძლოა რადიკალურად გეჩვენოთ, მაგრამ ისინი, ვფიქრობ, არ იმსახურებენ სიცოცხლის უფლებას! ადამიანს, რომელსაც სიკეთის დანახვა არ შეუძლია, არც თავად ძალიძს მისი გაკეთება. უბრალოდ ბიომასაა, შეიძლება ითქვას...

მიუხედავად ასეთების სიმრავლისა ამ წამხდარ ქვეყანაში, დღემდე ვერ ვეგუები ამ ყველაფერს. ღმერთო ჩემო, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი თავი თვითონ გავზარდე, არაფერი მაქვს განსაკუთრებული... მაგრამ როდესაც ჩემი კეთილისმყოფელები მახსენდებიან, გული მუდამ სითბოთი და სინათლით მევსება. მუდამ ვცდილობ და ვოცნებობ, მომეცეს მათთვის სიკეთით გადახდის საშუალება, არასოდეს მავიწყდება ასეთი ფაქტები... ბუნებრივი და ჩვეულებრივია ასეთი რეაქცია, ჩემის აზრით, და ეს დედამიწერილები საიდან მოეთრევიან, ან სად იზრდებიან?!!!" - წერს ცოტნე გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს