გრიგოლიას "მეგობრული" პასუხი კოლეგებს ვოლსკის სკანდალური განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით

გრიგოლიას "მეგობრული" პასუხი კოლეგებს ვოლსკის სკანდალური განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მედიის პროფესიულ საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა. ამასთან, გია ვოლსკიმ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" რეაგირებისკენ მოუწოდა.

ვოლსკის განცხადების შემდეგ ცხადია, Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა კომენტარს გააკეთებდა თავად ინგა გრიგოლია, თუმცა ტელეწამყვანი ტელეფონის ზარებს არ პასუხობს, მოგვიანებით კი Facebook-ზე აქვეყნებს სტატუსს და აღნიშნავს, რომ გადაცემას ამზადებს და პასუხის გასაცემად არ სცალია. "თანაც სხვას რატომ მივცემ კომენტარს, როცა დღეს მე თვითონვე ვარ ეთერში?", - წერს გრიგოლია.

Fb.com/ ინგა გრიგოლია

სტილი დაცულია!

"მეგობრებო-მივმართავ ჩემს კოლეგებს,გადაცემაზე ვმუშაობ და არ მცალია პასუხისთვის..მესმის,რომ გაინტერესებთ გავაკეთებ თუ არა რაიმე კომენტარს გია ვოლსკის განცხადებაზე...მე დღეს ჩემი საკუთარი გადაცემა მაქვს საღამოს ათ საათზე და კომენტარს ვოლსკის ამ განცხადებაზე ჩემივე გადაცემაში გავაკეთებ,თუ საჭიროდ ჩავთვლი...ასე რომ.ტყუილად ნუ შეიწუხებთ ზარებით თავს..უბრალოდ არ მცალია ,ძალიან დიდი გადაცემა მაქვს დღეს და ვერ ვცდები...თანაც სხვას რატომ მივცემ კომენტარს,როცა დღეს მე თვითონვე ვარ ეთერში?))))))))))))))))))))))მადლობა"

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტი

მეტი ინფორმაციისთვის| საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ: "ოცნება" ეთიკის ქარტიას მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს