"მოკლეს ბესო ხარძიანი!" - ირინა სარიშვილის მწვავე პოსტი ბიზნესმენის მკველობასთან დაკავშირებით

"მოკლეს ბესო ხარძიანი!" - ირინა სარიშვილის მწვავე პოსტი ბიზნესმენის მკველობასთან დაკავშირებით

ირინა სარიშვილი ბიზნესმენ, ბესიკ ხარძიანის მკვლელობას ეხმაურება და ფეისბუქის პირად გვერდზე კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

"უკვე მერამდენე მკვლელობაა დღისით, მზისით!

უკვე მერამდენედ, პოლიტიკურად აჟიტირებული საზოგადოება თავიანთ რჩეულ ლიდერებთან ერთად, ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ნაცებს აკისრებს, ნაცებს, რომლებიც 2012 წლიდან აღარ არიან ხელისუფლებაში...

და კვლავ ხელშეუხებელი რჩება დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია ყველა დამნაშავეს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პასუხი აგებინოს კანონის წინაშე!

საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ მოკლულთა, დასახიჩრებულთა და ნაწამებთა რაოდენობას არკვევს, ვის დროს მეტი დაიღუპა: ნაციონალების ცხრაწლიანი, თუ მეოცნებეთა ორწლიანი მმართველობისას... არკვევს და ის ავიწყდება, რომ ყველა შემთხვევაში,მკვლელი მკვლელია და ვინც არ უნდა იყოს ის, ნაცი, ქოცი, გაქოცებული ნაცი თუ საერთოდ, უპარტიო, უნდა დაისაჯოს, და თუ ვერ ან არ ისჯება, ამაზე სწორედ ხელისუფლებას უნდა მოთხოვოს ხალხმა პასუხი!

აბა დავფიქრდეთ, რამდენნაირი ჯურის ნაძირალას ეხსნება ხელ–ფეხი ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად, როცა მან იცის, რომ პასუხს კონკრეტულად არავინ აგებინებს და ყველაფერი პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების ლოზუნგების, პოლიტიკური სპეკულაციის და ბრტყელ–ბრტყელი ფრაზების დონეზე დარჩება! იდეალური მდგომარეობაა დამნაშავისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, რომელიც ვერ ან არ იძიებს დანაშაულს!!! ამას ვერ ვხვდებით???

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს???

როდემდე შეიძლება დამნაშავეს ქონდეს იმის რწმენა , რომ მას ვერ ან არ დასჯიან? ან სად არის გარანტია, რომ ნაცებზე ხელისშეწმენდის იმედით ხვალ რომელიმე ქოცი, ან საერთოდ, არაპარტიული არ ჩაიდენს დანაშაულს, ან უკვე არა აქვს ჩადენილი??? თავთუხაშვილი ვინ მოკლა??? და ბევრი სხვა კიდევ!!!

თითოეული ჩვენგანი, ცნობილი, უცნობი, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი, მთელი საქართველო მახეშია, ამას ვერ ვხვდებით?!!!

ადამიანი არ არსებობს, ვისაც მტერი არ ყავს, პირადი მაინც! რამდენ ვინმეს ეხსნება ხელ–ფეხი, ჩვენ თუ ყველა დანაშაულის მერე ნაცებისკენ და არა ხელისუფლებისკენ გავიშვერთ ხელს?!!! ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს დანაშაული და დამნაშავეს აგებინოს პასუხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში! და ჩვენ სწორედ ამას უნდა ვითხოვდეთ ხელისუფლებისგან! რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი რომელი პარტიის წევრია??? მკვლელი მკვლელია!!!

დღეს ხელისუფლებას იდეალური მდგომარეობა აქვს: რაც არ უნდა მოხდეს ცუდი, ყველაფერი ნაცებს ბრალდებათ! თან ზოგადად! რა პრობლემაა! ვინმე მათივე დაქირავებული "ოპოზიცია" იყვირებს, ამდენიპრობლემისგან და უბედურებისგან თავგზაარეული ხალხის ნაწილი გულუბრყვილოდ აყვება და მორჩა!!! ორმოცამდეც ვერ ქაჩავენ!!!

ძალიან საშიშია აქ ცხოვრება! მთელი ქვეყანა მახეშია და რაც მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი: არცერთი ჩვენგანი არ არის არაფრისგან დაცული, სანამ პასუხს ხელისუფლებას და მხოლოდ ხელისუფლებას არ მოვთხოვთ!!!

ხელისუფლებაში ყოფნა მარტო უფლებები, ხელფასები და პრემიები არ არის! ხელისუფლებაში ყოფნა ვალდებულებაა და როგორც არ უნდა სძულდეს ვინმეს ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, პასუხი ყველაფერზე, ქვეყანაში რაც ხდება,ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს!!!

გამგები გაიგებს!" - წერს სარიშვილი.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს