"ირაკლი კორძაია - კაცი ხარ" - ცოტნე გამსახურდია

"ირაკლი კორძაია - კაცი ხარ" - ცოტნე გამსახურდია

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებებს ეხმაურება.

"აი, ის ხალხი, რომელიც ამბობდა: არა, როგორ შეიძლება ირაკლი ფირცხალავა ენდ კოს აწყობდეს იური ვაზაგაშვილის სიკვდილი, ხელს ხომ ყველა მათკენ გაიშვერსო! დღეს თურმე უდესიანს უნდა ეშინოდეს ხელის გაშვერის... მთავარი მოწმე აღარაა. Нет человека, нет проблемы - ახალ საითაც გინდათ, იქეთ იშვირეთ ხელები!

და კიდევ: მახსოვს, როდესაც შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი კბილაშვილზე - არაფრის გამკეთებელია-თქო, კაი კაციაო, მიპასუხა. კარგი შეიძლება ვინმესთვის არის, მაგრამ თევზს რომ ხეზე ცოცვა მოსთხოვო, ხომ არ შეიძლება, აშკარად თავის ადგილას არაა-მეთქი! მაშ, ეგ უფროსის ბრალი ყოფილაო - იწყინა.

P.S. ირაკლი კორძაია - კაცი ხარ!", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: ირაკლი კორძაია - ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს

ირაკლი კორძაია ხარძიანის ქონების დაბრუნების შეყოვნებას ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილს უკავშირებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს