"იქაც თავისთვის იჯდა და არავის აწუხებდა, სიგარეტის მოსაწევად ჩადიოდა მარტო გაჩერებებზე" - რას იხსენებს პრეზიდენტის თანამგზავრი

"იქაც თავისთვის იჯდა და არავის აწუხებდა, სიგარეტის მოსაწევად ჩადიოდა მარტო გაჩერებებზე" - რას იხსენებს პრეზიდენტის თანამგზავრი

როგორც ცნობილია, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისიდან ბათუმში სამგზავრო მატარებლით გაემგზავრა. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად მოუწია მგზავრობა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"დღეს მე და მარგველაშვილმა ერთად ვიმგზავრეთ მატარებლით. იქაც თავისთვის იჯდა და არავის აწუხებდა :)) სიგარეტის მოსაწევად ჩადიოდა მარტო გაჩერებებზე", - ნათქვამია სტატუსში.

აღნიშნულ პოსტზე "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ არაერთხელ შეუნიშნავს პრეზიდენტი დუშეთში, გზისპირა მაღაზიაში:

"მასე დადის ყოველდღე დუშეთში, ჩამიქროლებს და იქვე მაღაზიაში თვითონ ყიდულობს სიგარეტს, გზად ტრასაზე მაღაზია 555-ში... ელოდება ყოველ საღამოს მისაქციელის მაღაზია."

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველი პირი გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია, სადაც სასამართლოს ახლადარჩეული წევრის, მერაბ ტურავას მიერ ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს