"ეს არის რაღაცა ჰიბრიდი "მეგა პროექტსა და გაურკვეველ თბილისურ სექტანტურ აზროვნებას შორის" - ილო ბეროშვილის განცხადება პროექტის დატოვების შემდეგ

"ეს არის რაღაცა ჰიბრიდი "მეგა პროექტსა და გაურკვეველ თბილისურ სექტანტურ აზროვნებას შორის" - ილო ბეროშვილის განცხადება პროექტის დატოვების შემდეგ

ტელეკომპანია "იმედის"  მეგა შოუ ''ორი ვარსკვლავი'' სამშაბათს ნუცა ბუზალაძისა და ილო ბეროშვილის წყვილმა დატოვა.

პროექტის დატოვების შემდეგ ილო ბეროშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე  ჟიურის წევრების მიასამრთით საინტერესო პოსტი გამოქვეყნა.

"პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეაფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება... თუმცა პიპიაზე უარს არ ვიტყოდი:)). თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი,ქართველებს გვიყვარს ჯიგარი,გაგება,ძმაკაცობა,მეგობრობა,.როცა ჟიურის წევრი იმაზე ფიქრობს შეფასების მერე ვინმესთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს,როცა ჟიური ფიქრობს რომ პროექტი დამთავრდება, მაგრამ მეგობრობა ხომ გრძელდება და რატომ გავანაწყენო ბავშვობის მეგობარი,საერთოდ რა პროექტზეა ლაპარაკი?ეს არის რაღაცა ჰიბრიდი "მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვევლ თბილისიურ სექტანტურ აზროვნებას შორის. მეტი ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ჟურისა და კონკურსანტებს შორის,მე მგონია,რომ ეს პროექტი უნდა მოეგო მიკი ჯეჯელავას, იმიტომ,რომ არაპროფესიონალია,პეჩო ყველაზე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ის მაინც საბოლოოოდ მუსიკოსია ჩემი აზრით,რომელიც ბევრ პროფესიონალს ჯობია.თუმცა ამდენჯერ მისი ოუტსიდერობა არასწორია თან ამდენჯერ.ჩემი აზრით გავარდა ის ხალხი ვინც რაღაცა ხარისხთან და მომავალთან ასოცირდება. ეს კი ცუდია...თუმცა დამიჯერეთ მალე ყველაფერი შეიცვლება .....მე და ნუცა შევეცადეთ მრავამფეროვანები ვყოფილიყავით და ბევრი ეხპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ეს შევძლით. და ძალიან ბევრ რისკზე წავედით.ყველა ჟანრი ვცადეთ. არასოდეს არ აგვირჩევია მარტივი გზა,ამიტომაც მე არცერთ შცდომაზე არ ვნანობ. უღრმესი მადლობა პედაგოგებს მრომლებმაც გული და სული ჩადეს და ტელეკომპანია იმედს,რომელმაც პროექტში მომიწვია. ისე საინტერესოა მე რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები მყოლოდა ჟურიში როგორ განვითარდებოდა მოვლენები...............................:)))))))" - წერს ბეროშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს