"ახლა რაც გინდა თქვით, და შემეცოდა ეს უბედურ დღეზე გაჩენილი" - ცოტნე გამსახურდია შალვა აბულაძეზე წერს

"ახლა რაც გინდა თქვით, და შემეცოდა ეს უბედურ დღეზე გაჩენილი" - ცოტნე გამსახურდია შალვა აბულაძეზე წერს

ცოტნე გამსახურდია შალვა აბულაძესთან დაკავშირებულ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მის დაკავებას ეხება:

"ახლა რაც გინდა თქვით, და შემეცოდა ეს უბედურ დღეზე გაჩენილი... ამის სიცოცხლეს სიკვდილი ჯობდა... ან იმ ცხონებულ პოლიციელებს რას ერჩოდა, რა ხდებოდა მის დანგრეულ ფსიქიკაში, რამ მიიყვანა ამ ზომამდე ადამიანი. რომელიც, როგორც ამბობენ, სულაც არ ყოფილა ადრე არაადეკვატური... დიდი ხანი შეიძლება ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ სამართლიან შურისგებაზე, პასუხისმგებლობაზე, კანონის უზენაესობაზე, მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით ვიცი: სიძულვილით ბოროტება ჯერ არავის, არსად დაუმარცხებია...

და ნუ ვიყვირებთ ამ წითელ პარასკევს: ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!" - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, ბორჯომის რაიონის დასახლება არდაგანში აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა. მათივე განმარტებით, სახლიდან, საიდანაც აბულაძე აიყვანეს, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს. ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ| რა ხდებოდა Facebook-ზე, როდესაც შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს