"შემძარა თბილისიდან გავრცელებულმა ბინძურმა ჭორებმა" - მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი მიმართვა ქართველებს

"შემძარა თბილისიდან გავრცელებულმა ბინძურმა ჭორებმა" - მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი მიმართვა ქართველებს

მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტის მიმართვა ქართველებს.

"ყურადღება!!!!!!!!! ჩემი სტატუსი ეძღვნება იმ ცილისმწამებელ ხალხს, ვისაც გონიათ რომ კოტე თოლორდავა არ იმყოფებოდა გადაღებებზე და სხვა მიზნით იყო ჩამოსული მოსკოვში!!!!!!!!

იმდენად შემძარა თბილისიდან გავრცელებულმა ბინძურმა ჭორებმა, რომ არ შემეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით არ მეთქვა ჩემი სათქმელი, რადგან  გუშინ ახლობლებთან ერთად შევხვდი ფილმის მთავარ პროდიუსერს ალექსეი კუბლიცკის, რომელიც უზომოდ შეწუხებულია მომხდართან დაკავშირებით და მთლიანად გადამღები ჯგუფი, ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენიებდა ამ ადამიანს და აღნიშნა რომ ბრწყინვალე ნამუშევარი იყო მის მიერ შესრულებული როლი და ის აუცილებლად დიდი ვარსკვლავი გახდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც! მან თვალზე ცრემლმომდგარმა გვაჩვენა 10 აპრილს გადაღებული კადრები , რომელიც სამწუხაროდ უკანასკნელი აღმოჩნდა... იმ დღის გადაღების შემდეგ ღამის 2 საათზე მიაცილეს იგი სასტუმროში, სადაც გამთენიისას მოხდა ეს ტრაგედია!!!!!  ამიხსენით რის საფუძველზე და რა მიზნით თხზავთ ჩემო თანამემამულენო სხვადასვა სახის ისტორიებს, რომელიც სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის, ძალიან გთხოვთ ეცით პატივი მიცვალებულს, რომელსაც სამწუხაროდ, თურმე გაცილებით მეტ პატივს ცემენ ამ ქვეყანაში, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, რომლებიც ასე აბინძურებენ გარდაცვლილი ადამიანის სახელს..." , - წერს ნიკა ნიკვაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს