"ჩემს ტრადიციულ რელიგიურ მსოფლმხედველობას ბზარი გაუჩნდა, როდესაც გროზნოში დამწვარი ბავშვების სხეულები ვნახე" - ცოტნე გამსახურდია

"ჩემს ტრადიციულ რელიგიურ მსოფლმხედველობას ბზარი გაუჩნდა, როდესაც გროზნოში დამწვარი ბავშვების სხეულები ვნახე" - ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია საკუთარი რელიგიური მსოფლმხედველობის შესახებ "ფეისბუქზე" საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"მახსოვს, პირველად ჩემს ტრადიციულ რელიგიურ მსოფლმხედველობას ბზარი გაუჩნდა, როდესაც გროზნოში დამწვარი ბავშვების სხეულები ვნახე... მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა დოგმატური ზღაპრების და დუალიზმის, და სამყარო - ხილული თუ უხილავი - ათასწლეულების წინ ხშირად გაუნათლებელი და არცთუ საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანების ნაწერების სპეკულაციური ინტერპრეტაციების მიხედვით მეგონა მოწყობილი. როგორც დღეს იტყვიან, ბევრი "ვაპრავე", ვიბოდიალე, დავეცი და ავდექი ისევ... სტერეოტიპების და ზღაპრების ტყვეობაში არ დავრჩენილვარ.

მაჰათმა განდი ამბობდა, უწოდეთ ღმერთს ჭეშმარიტება და მოიხსნებაო მრავალი პრობლემა და დაპირისპირება. დღეს ჩემი მოკრძალებული აზრით ჩინელების 47 პროცენტის მტკიცე ათეიზმი ძალიან ჰგავს ჩვენს 90 პროცენტიან (თუ რამდენიც არის) რელიგიურობას... უმეტესობას, სამწუხაროდ, არ სჭირდება ჭეშმარიტება: მთავარია დღეს, არსებულ მენტალურ კონცეფციას რამენაირად უსადაგებდეს არსებულ რეალობას. სიღრმისეული გაცნობიერებისთვის არც ცოდნა ყოფნის და არც ობივატელური ცხოვრების წესი აიძულებს შეუსაბამობების რადიკალურად გააზრებას...

ღმერთი... - კერპი, პიროვნება, ემოციის ობიექტი, კანონზომიერება, აბსტრაქცია, წესრიგი ან ვინ იცის კიდევ რა შეიძლება იყოს ადამიანის წარმოდგენაში. როდესაც ფიქრობ, რომ მიაგენი, სწორედ მაშინ დაკარგე იგი...

ქვეყნად ორი ხედვა არსებობს: მიგაჩნდეს, რომ ყველაფერი სასწაულია, ან საერთოდ არ გჯეროდეს სასწაულების. - ალბერტ აინშტაინის ეს სიტყვები ყველაზე კარგად გამოხატავს დამოკიდებულებას თეიზმსა და ათეიზმს შორის... დღევანდელი განვითარების ეტაპზე მას ყოფიერებას, ან რეალობას ვუწოდებდი. მუდმივს, უსაზღვროს და მარადიულს - რომელსაც არც ემატება და არც აკლდება რაიმე ჩვენი ახლომხედველობით..." - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს