"მართლა ასეთი ჩლუნგი ხარ, თუ თავს იჩლუნგებ?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლექსო მაჭავარიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში"

"მართლა ასეთი ჩლუნგი ხარ, თუ თავს იჩლუნგებ?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლექსო მაჭავარიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში"

სოციალურ ქსელში ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და "ტაბულას" თანამშრომლის, ლექსო მაჭავარიანის მიმოწერა ერთმანეთთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლექსო მაჭავარიანმა სირიელ ბავშვებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "ვიშვილებ ლამაზ, ჯანმრთელ სირიელ ბავშვს. არამართლმადიდებელი არ შემომთავაზოთ".

პოსტზე კომენტარი ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა:

"მე ვიშვილებდი ნებისმიერი რელიგიის მქონეს, ჯანმთელი ვერ იქნება, მაგრამ ძალიან შევეცდები სტრესიდან გამოვიყვანო. სქესსაც არ აქვს მნიშვნელობა:)".

პოსტს კიდევ არაერთი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ჟურნალისტ სალომე ბარკერის, რამაც ნანუკა ჟორჟოლიანის გაღიზიანება გამოიწვია:

სალომე ბარკერი: მეც მინდაააა, რაქქადან ოღოონც.

შოთა თუთბერიძე: ქართველი იურისტი ბიჭი არავის გინდათ? ბინას ვეძებ და..

ლექსო მაჭავარიანი: ქართველი არა მგონია ვინმეს მოუნდე, შოთა, ეს დღეები სირიელებია მოდაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგია თუ ეს მოდაა. მოდაში რაცაა, ყველას იმის კეთება უნდა:)

სალომე ბარკერი: სირიელი ბავშვების 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია.

სალომე ბარკერის კომენტარის განხილვა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განაგრძო:

"რამდენნაირი იუმორი არსებობს:) ინწელექტუალური იუმორი სულ სხვაა:)...

ჩვენ ვერ ჩავწვდებით ამ იუმორს:) მათი ინტელექტი ისე მაღლა დგას, რომ ჩვენ, გოიმები და გაუნათლებელი ადამიანები ამას ვერ გავიგებთ:)

ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სიტყვა ბნელას გამო შემრაცხეს, გადაცემის დახურვა მოითხოვეს?! ნუ დაგავიწყდებათ. მათთვის ღადაობა თურმე მოსულა:) ჩემი იუმორით ნათქვამი კითხვა პრობლემა იყო.

თემა ბავშვების აყვანაა, მოდა და ტენდენცია. ცოცხალი ბავშვი ბოლოს არ ვიცი ვინ ნახა. მე ვინც ვნახე, ყველა დაჭრილია, თავზე იარაღით, სახეზე სისხლით.

სენსიტიურ თემაზე რომ ვიხუმრე (არასწორად) სიუჟეტები მიკეთა და გადაცემის დახურვა მოითხოვა და ეს როგორაა? ის რომ ხუმრობს მოსულა და სხვა რომ ხუმრობს უნდა ჩაქოლონ?

ვის კონტექსტის დამაჯინებაზე ლაპარაკობენ კომენტარზეც კი არ დამირეკეს მედიის ღმერთებმა მეტი დეტალისთვის:) ჩემი რეპონდენტი მეუბნებოდა, ბავშვის დააგიპნოზეს და მე ვეკითხები, იეღოველები რა, აგიპნოზებენ? აბა რა ქნა ობიექტურმა მანქიმ (სალომე ბარკერი)? რესპონდენტი ამოჭრა და მარტო ჩემი კითხვა ჩასვა სიუჟეტში. აი ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა დაამახინჯო კონტექსტი!", - წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

ნანუკას პოსტის კომენტარებში სალომე ბარკერს, რომელიც "ტაბულას" ჟურნალისტია, ლექსო მაჭავარიანი გამოექომაგა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანთან დაძაბული საუბარი მოჰყვა:

ლექსო მაჭავარიანი: გოგი გვახარიას რომ არ უყვარს, იმ სიტყვას დავწერდი ახლა სიამოვნებით ნანუკა შენი მისამართით, მაგრამ არ დავწერ )

ნანუკა ჟორჟოლიანი: ოკ:)

ლექსო მაჭავარიანი: არ დამბლოკო ოღონდ და რა მაინტერესებს იცი? მართლა ასეთი ჩლუნგი ხარ, თუ თავს იჩლუნგებ?

ნანუკა ჟორჟოლიანი: ეს ლიბერალების კამათის სტილია?;)) ჩლუნგო, შტეროს და დებილოს ძახილი?:))

ლექსო მაჭავარიანი: არა, გულწრფელი კითხვაა. როდის იყო რამეზე მიკამათია შენთან?

ნანუკა ჟორჟოლიანი: რას ამბობ, სტატუსი შენი არ გახსოვს:) მაშინ ღირსეულად იქცეოდი. იმედია ახლა წყევლაზე არ გადახვალ:)

ლექსო მაჭავარიანი: გასაგებია. მე მაინც მეგონა თავს იჩლუნგებდი. კარგი, დაგემშვიდობები.

ნანუკა ჟორჟოლიანი: წარმატებები:)

ლექსო მაჭავარიანი: სხვათა შორის, სანამ ნანუკა და მისი მაყურებლები იეღოველებზე ''ხუმრობდნენ'', საშინელი სალომე ISIS-ის დანაშაულებზე სიუჟეტებს ამზადებდა )

არა რა, ჯობია ისევ მე გამოვიჩენ გულისხმიერებას და ავუხსნი, თორემ დავიწვი ამ ქალის საცოდაობით )

მე, ჩემი სტატუსით, სალომემ თავის კომენტარით და სხვებმაც შენ პოპულისტურ და ყალბი პათოსით გაჟღენთილ სტატუსს დავცინეთ, ნანუკა, სირიელი ბავშვის შვილების საჯაროდ გამოხატულ სურვილზე.

მიხვდი ახლა, თუ კიდევ ვერ ხვდები?

თუ ვერ ხვდები, ესეც წაიკითხე და იქნებ მიხვდე:

David Kovziridze:

"არაა საჭირო აქ ფსევდოსათნო განცხადებების გამოფენა ვის იშვილებთ და რომელი ქვეყნიდან, წადით და იშვილეთ ვისაც გინდათ, ჩუმად"

ნანუკა ჟორჟოლიანი: და? ამით ამართლებ მის ხუმრობას? ოკ:) "ლოგიკურია"

ლექსო მაჭავარიანი: ნუ, მე მეტს ვერ დაგეხმარები, სპეციალისტს მიმართე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "სპეციალისტს მიმართე" მადლობა, აუცილებლად:) ვგიჟდები ასეთ ლიბერალებზე

ლექსო მაჭავარიანი: ეს ''ლიბერალი'' სიტყვა რა გგონია. ნანუკა, შენ? ლიბერალიზმი შენი აზრით იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ სისულელეზე თავი უნდა გიქნიონ?

ნანუკა ჟორჟოლიანი: მომწონს მე "მძიმე კაცი". მას აქვს უფლება ჰქონდეს ეს პოზიცია. არავის დასცინის ამ პოსტში:) მიანიშნებს და ოკ, რა პრობლემაა. რაც შეეხება როგორ მესმის ლიბერალი, მგონია ისინი ფიქრობენ, რომ ყველას აქვს მოქმედების უფლება, საზოგადოების ყველა ნაწილს. არ იწყევლებიან, უტვინოს და დებილოს არ ამბონენ. მგონია, რომ ლიბერალები პატივს სცემენ ყველას აზრს და კამათიც კორექტულია თემებზე! მათთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს თავისუფალი საზოგადოება და არა მხოლოდ ისინი, ვინც ისე ფიქრობენ როგორც მათ სურთ:) განსხბავებული აზრის მოსმენა მათ ყველაზე მარტივად უნდა შეეძლოთ:) თუნდაც ეს იყოს რადიკალურად განსხვავებული და არა წადი ექიმთან, უტვინო, შტერო და ასე შემდეგ

ლექსო მაჭავარიანი: აზრს კი, ნანუკა, ოღონდ შენ შემთხვევაში ან უაზრობაზეა საუბარი ან დაბოღმილი ადამიანის უნიჭო მცდელობაზე შური იძიოს იმ სამართლიან კრიტიკაზე, რომელიც შენი გადაცემის გამო სალომემ გამოხატა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: აი გიგა ბოკერია, შეუძლია უსმინოს ყველაზე მიუღებელ არგუმენტებსაც კი კამათის დროს და არასოდეს მოგაყენოს შეურაცხყოფა! აგიხსნას, დაგისაბუთოს და საუბარი დაიწყოს ფრაზით, მე მესმის შენი მაგრამ... და აი მაგრამის შემდეგ დამაჯერებელი არგუმენტებით დაგიმტკიცოს რომ არასწორად ფიქრობ:) რაც შეეხება კრიტიკას, სადმე დავწერე რომ არ იყო სამართლიანი?! მაგრამ მოწოდებები დაიხუროს გადაცემა ... ძირს ხუნტა (უკასნკელს ვხუმრობ) არაა მისი სტილი, თან მაშინ როცა მეორე დღეს შეუძლია თავს უფლება მისცეს, მანაც იხუმროს სენსიტიურ თემებზე. ნუ აღააფერს ვამბობ კონტექსტიდან ამოჭრილ კომენტარებზე:) და თან იმაზე რომ მედიის ღმერთმა მანქიმ, კომენტარის გაკეთების საშუალებაც კი არ მომცა:)

ლექსო მაჭავარიანი: გიგა ბოკერია და მაჰათმა განდი რა შუაშია, ნანუკა?

ნანუკა ჟორჟოლიანი: დაბოღმილი, უაზრო, უნიჭო:)) კამათი ამ სიტყვების გარეშე არ შეგიძლია?:)))

მკითხე როგორი წარმომიდგენია და მეტი კონკრეტიკისთვის დაგისახელე!

ლექსო მაჭავარიანი: არ გეკამათები. გიხსნი, რომ არასწორად მოიქეცი, იმ ტერმინების გამოყენებით, რომლებიც ზუსტად შეეფერება შენ საქციელს.

მოკლედ, შენ ადგილზე სალომეს ბოდიშს მოვუხდიდი ამ სამარცხვინო პოსტის გამო. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ააა:) ოკ. კამათი შეიძლება შეურაცხყოფის გარეშეც როცა არგუმენტები გელევა აი იქ იწყება ეს ყველაფერი

ფეხი ხო არ დავბანო?

ლექსო მაჭავარიანი: არა, არ სჭირდება, სუფთა გოგოა. შენ გჭირდება ისევ ეს ბოდიში, თორემ სალომეს ამ შენი ბოღმით არაფერი დააკლდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ეჭვიც არ მეპარება:)

ძაან სასაცილოა შენი კომემტარები. ბავშვური

ლექსო მაჭავარიანი: მთავარია შენი თავი დააჯერო ამაში. მარტივად ბოდიში მოიხადო, არ ჯობია? )

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჯერ მან, დამახინჯებული კონტექსტისთვის დ. ცალმხრივი სიუჟეტისთვის

ლექსო მაჭავარიანი: ანუ სიჩლუნგე არაფერ შუაშია და ეს პოსტი ჩვეულებრივი ბოღმა იყო

ნანუკა ჟორჟოლიანი: არა ლექსო:) ადამიანს, როცა აკრიტიკებ რაღაცას ნუ აკეთებ, ეს ცუდი საქციელიაო იგივეს როცა გააკეთებ შენც გეტყვიან. ოკ, მე ცუდათ მოვიქეცი, მაგრამ როცა შენც იგივეს აკეთებ?

ლექსო მაჭავარიანი: იცოდი, რომ სალომემ სრულიად სხვა კონტექსტში დაწერა ეს კომენტარი და ამის მიუხედავად დასქრინე, გამოფინე და ხალხის აგრესია მისკენ მიმართე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ისევ სიტყვა სიჩლუნგე სხვანაირად ეტყობა არ შეგიძლია

ლექსო მაჭავარიანი: სხვანაირად არ შემიძლია, ნანუკა. ეს პოსტი ან სიჩლუნგეა ან ბოღმა. შენ აირჩიე რომელი.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ყველა კომენტარი ჩავაგდე, შენი პოსტიანად! სალომემ კუ დაჭრა ჩემი რეპლიკები. კონტექსტიდან ამოიღო

ლექსო მაჭავარიანი: ანუ მაინც ბოღმა?

ერთმნიშვნელოვნად სიჩლუნგეა, თუ ამდენი ახსნის მერეც კი ვერ ხვდები რა კონტექსტით არის დაწერილი და ერთმნიშვნელოვნად ბოღმაა, თუ ხვდები და იმისთვის გამოფინე, რომ შური გეძია.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვერ შევთანხმდებით მე და შენ:) ტყუილია ეგ ამბავი

ლექსო მაჭავარიანი: ანუ მიხვდი, რომ ამ კომენტარით შენ დაგცინა და არა სირიელ ბავშვებს?

ნანუკა ჟორჟოლიანი: აქ ჩანს კარგად რასაც წერს და ყველაზე ნაკლებად დამცინის მე:)

ლექსო მაჭავარიანი: ერთადერთი ვისაც ამ სტატუსში და კომენტარებში დასცინიან - ხარ შენ, ნანუკა. რა ენაზე აგიხსნა კიდევ? )

ნანუკა ჟორჟოლიანი: მაგრად სუსტად აპრავებ!

ლექსო მაჭავარიანი: ანუ არ გჯერა, რომ შენ შეიძლება დაგცინონ?

ნანუკა ჟორჟოლიანი: ის რომ ამით მე დამცინა? არა ლექსო, არ მჯერა! არ ჩანს ე. არსად, ბავშვებზე საუბრობს აქ!

ლექსო მაჭავარიანი: მე რომ დაგცინე ჩემი სტატუსით, არც ამის გჯერა?

ნანუკა ჟორჟოლიანი: კი, მაგის გულწრფელად მჯერა:) მაგრამ სალომეს სტატუსი სხვა რამეზეა:) ხიბლშია შესული იუმორის

ლექსო მაჭავარიანი: ანუ მე რომ დაგცინი ამის გჯერა და სალომე რომ მოდის შესახებ შენი კომენტარის შემდეგ იმავე კონტექსტში შენ დაგცინის, ამის არა?

ნანუკა ჟორჟოლიანი: შენ საუბრობ ბავშვის აყვანაზე! და სალომე სირიელი ბავშვების 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე. განსხვავებას ვერ ხედავ?!

ლექსო მაჭავარიანი: სირიელი ბავშვების აყვანა მოდაშია --> კარგია, თუ ეს მოდაა --> ბავშვების გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

მიყევი აბა ლოგიკურ ჯაჭვს.

მესმის, რომ რთულია, მაგრამ დაიძაბე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არ გამოგივა. ვერ აპრავებ! არაა სწორი მისი ეს ღადავი და მართლა ნუ დემაგოგობ რა! ვაახ

შენ ჩემ პოსტზე ღადაობ და ის ბავშვებზე და მართლა არ მაფიქრებინო რომ ჩლუნგი ხარ!

ლექსო მაჭავარიანი: მოდას და კოლექციას ერთმანეთთან აკავშირებ?

ნანუკა ჟორჟოლიანი: ლექსო მაჭავარიანი: ბევრი დრო დაგითმე:) წარმატებები:)

ლექსო მაჭავარიანი: სად გარბიხარ, ნანუკა?

ხალხი რას იფიქრებს?

მოდა / გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია...

აბა, არის რამე კავშირი, თუ არა?

სამწუხაროა, რომ შენ შესახებ ჩემი წარმოდგენების შეცვლა ვერ შეძელი.

ნახვამდის!...

"თუ ქვეყნის გადარჩენა გინდათ, ემზადეთ რევოლუციისთვის" - რა რჩევებს უგზავნის გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას

"ერთი წელია მშვიდად გელოდებით... რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?" - ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაღუპული 16 წლის გოგონას საქმეზე პროკურატურას ერთი წელია პასუხი არ აქვს

"პირბადის ხანგრძლივი ტარება იწვევს გონების დაკარგვას, კომაში ჩაგდებას, კრუნჩხვებს... ჯანმრთელ ადამიანს ნიღაბი არ სჭირდება!"