"ღმერთო, მეტეორს თუ ესვრი ქოცებს, ამ კაცს აარიდე რა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ღმერთო, მეტეორს თუ ესვრი ქოცებს, ამ კაცს აარიდე რა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი ღმერთს სთხოვს, "ქართული ოცნებისთვის" ნასროლი მეტეორი გიორგი მარგველაშვილს აარიდოს. საქმე ეხება, პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ წინა პრეზიდენტის მმართველობის შეფასება ისტორიკოსების საქმეა.

"მე შევწყვიტე პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკა, მას შემდეგ, რაც ის აღარ არის პრეზიდენტი, ვფიქრობ, ჩემი პრეროგატივა არ არის წინა პრეზიდენტის მმართველობის შეფასება. ეს, ალბათ, ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ", - აღნიშნა მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტში ჩატარებული საჯარო ლექციის დროს.

როგორც ვიცით, ტელეწამყვანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია და ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანია, რომელიც ღიად აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას. თუმცა, ამის მიუხედავად, არასოდეს მალავს სიმპათიებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს