ირაკლი ალასანია მამის ამპლუაში - აფხაზეთის ომამდე და ომიდან დაბრუნებული

ირაკლი ალასანია მამის ამპლუაში - აფხაზეთის ომამდე და ომიდან დაბრუნებული

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე სოციალურ ქსელში ეცმოციურ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

"ნანუკას შოუსთვის ძველი სურათები მთხოვეს, ფოტოების ქექვაში გადავაწყდი ამ ორ სურათსაც. ირაკლი 1993 წელს, ნიკოსთან ერთად. აფხაზეთის ომამდე და ომიდან დაბრუნებული. ეს სახე, ეს ტკივილი და ჩამქრალი თვალები.

ძალიან მთავარი მნიშვნელობა აქვს გზის სათავეს, დასაწყისს, იმას, ვინ საიდან და რატომ დაიწყო, რამდენად ანკარაა წყარო, საიდანაც იღებს ენერგიას მისი ჯიუტი სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დარჩეს დამოუკიდებელი და როდესმე გახდეს მთლიანი.

ადამიანურ რეალობებს შორის სულის ტკივილი ერთადერთი რეალობაა, რომლისაც მჯერა", - წერს ნათია ფანიჯიკიძე.