"დილაობით ან წყლით მაღვიძებს, ან ყურძნებს მიტენის ყურებში"... - თამარ ჩერგოლეიშვილის შვილი გიგა ბოკერიას დაბადების დღეს ულოცავს

"დილაობით ან წყლით მაღვიძებს, ან ყურძნებს მიტენის ყურებში"... - თამარ ჩერგოლეიშვილის შვილი გიგა ბოკერიას დაბადების დღეს ულოცავს

ტელეწამყვან თამარ ჩერგოლეიშვილის შვილი კატო კოპალეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გიგა ბოკერიას დაბადების დღეს ულოცავს.

"დღეს გიგას დაბადების დღეა <3

მიუხედავად იმისა, რომ დილაობით ან წყლით მაღვიძებს, ან ყურძნებს მიტენის ყურებში, მიუხედავად იმისა რომ გარდატეხის ასაკის დროს, ყველაზე მეტად ჩემს ცხვირზე და გამონაყარზე იცინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აგვიანებს და გაგვიანებს შენც. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს არ მაღებინებს ხოლმე და მომიწია ამ საშინელი ფოტოს დადება. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს ღამის 5 საათზე ბოლო ხმაზე უყურებს, მაინც ძალიან ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ არსებობს.

სულ კარგ რჩევებს იძლევა, მე და თამუნამ თუ ვიჩხუბეთ, ყოველთვის ცდილობს მოაგვაროს, ყოველთვის მშვიდია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძალიან დაკავებულია, ყოველთვის მეხმარება.

Tamara Chergoleishvili მიულოცე ჩემგან", - წერს კატო.

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას